თემა: ღვთისმსახურება
2128.რომელი დამწერლობით იკითხება საღმრთისმეტყველო წიგნები?
საღმრთისმეტყველო წიგნები იკითხება ასომტავრული და ნუსხა-ხუცური დამწერლობით.
2129.როდის აღესრულება მწუხრი?
მწუხრი აღესრულება საღამოს და ეკუთვნის მეორე დღეს.
2130.რატომ აღესრულება მწუხრი?
მწუხრი აღესრულება, რათა ვმადლობდეთ უფალს გასული დღისთვის და შევთხოვოთ კურთხევა მომავალი დღისთვის.
2131.როდის და რატომ აღესრულება ცისკარი?
ცისკარი აღესრულება დილით ადრე, რათა დილიდანვე აღვუვლინოთ ღმერთს დიდება და შევთხოვოთ კურთხევა დამდგარი დღისთვის.
2132.რა არის ღამისთევის ლოცვა?
ღამისთევის ლოცვა არის მწუხრ-ცისკრის შეერთებული ღმრთისმსახურება.
2133.როდის აღესრულება ღამისთევის ლოცვა?
ღამისთევის ლოცვა აღესრულება დიდი დღესასწაულების და ყოველი კვირადღის წინ.
2134.რომელია მართლმადიდებელი ეკლესიის უმთავრესი ღმრთისმსახურება?
უმთავრესი ღმრთისმსახურებაა საღმრთო ლიტურღია, რომლის დროსაც აღესრულება წმიდა ევქარისტია.
2135.რომელია საღმრთო ლიტურღიაში მთავარი ადგილები?
უმთავრესი ადგილია:
1. პურის და ღვინის გარდასახვა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად.
2. ღმრთისმსახურთა და მორწმუნეთა ზიარება უფალ იესო ქრისტეს უწმინდესი ხორცითა და სისხლით,
3. ხორცად და სისხლად პურის და ღვინის კურთხევითა და გარდასახვით და მისით მორწმუნეთა ზიარებით უფალი იესო ქრისტე ყოველ საღმრთო ლიტურღიაზე თავს წირავს მსხვერპლად ადამიანთა ხსნისთვის.

2136.როგორ გვიჩვენა იესო ქრისტემ, რომ წმიდა ევქარისტია მის მიერ გაღებული მსხვერპლია ადამიანთა ხსნისთვის?
გვიჩვენა, როდესაც აიღო პური, აკურთხა, გატეხა, დაურიგა თავის მოწაფეებს და თქვა: ,,მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი. და მიიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მთ. 26,26-28).
2137.უფალ იესო ქრისტეს რომელი სიტყვებიდან ჩანს, რომ წმიდა ევქარისტია მსხვერპლია?
წმიდა ევქარისტია რომ მსხვერპლია, ამაზე მეტყველებს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: ,,ესე არს ხორცი ჩემი თქუენთვის მიცემული, ამას ჰყოფდით მოსა სენებელად ჩემდა; ესე სასუმელი - ახალი სჯული სისხლისა ჩემისა თქუენთვის დათხეული" (ლკ. 22,19-20).
2138.ანიჭებდნენ პირველი ქრისტიანები წმიდა ევქარისტიას მსხვერპლის მნიშვნელობას?
დიახ, რამეთუ:
1. პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში საუბრობს ქრისტიანულ საკურთხეველზე, ხოლო საკურთხეველი მსხვერპლის გარეშე არ შეიძლება იყოს (ებ. 13,10).
2. წმიდა ეგნატე, ანტიოქიის ეპისკოპოსი, პეტრე, პავლე და იოანე მოციქული მოწაფე, თავის ეპისტოლეში ფილადელფიელთა მიმართ წერს: ,,ერთ არს ხორცი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ერთ არს სასუმელი და ერთ არს საკურთხეველი".
3. წმიდა იუსტინე, ფილოსოფოსი და მოწაფე, თავის წიგნში ,,დიალოგი" წმიდა ევქარისტიას ჩვენს, ე.ი. ქრისტიანულ მსხვერპლს უწოდებს.

2139.ნახსენებია თუ არა ლიტურღიაში, რომ წმიდა ევქარისტია მსხვერპლია?
ლოცვაში, რომელსაც მღვდელი წარმოთქვამს ქერუბიმთა საგალობლის დროს, წმიდა ევქარისტია წოდებულია, როგორც უსისხლო მსხვერპლი.
განმარტება
ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველი მალაქია წინასწარმეტყველებდა, რომ დადგება დრო, როდესაც ყველგან შესწირავენ ღმერთს წმიდა მსხვერპლს (1,11). ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებს ეკლესია ყოველთვის აღიქვამდა როგორც მაცხოვრის მსხვერპლად შეწირვას, რომელიც უწმიდესია და სრულიად შეუბღალავი და მუდამ შეიწირება თითქმის მთელს დედამიწაზე. ეკლესია გვასწავლის, რომ მოვა დრო, როცა ყველგან სადაც კი ადამიანი იქნება, აღესრულება საღმრთო ლიტურღია. და აი, დღეს ლიტურღია აღესრულება მთელს მსოფლიოში, იქაც კი, სადაც ქრისტიანები უმცირესობაში არიან. ქრისტიანული სარწმუნოება, და მასთან ერთად ლიტურღიაც, დედამიწის ასეთ ადგილებშიც აღწევს. ნელ-ნელა ახლოვდება ის დრო, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველი მალაქია ამბობდა, რომ ყოვლისმპყრობელი უფლის სახელი ყველა ხალხს შორის წარმოითქმება აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე.

2140.რა განსხვავებაა ჯვარცმის მსხვერპლსა და ლიტურღიულ მსხვერპლს შორის?
მათ შორის სხვაობა ისაა, რომ
1. ჯვარცმით მსხვერპლშეწირვა ერთხელ მოხდა გოლგოთაზე, მაშინ როცა ლიტურღიული მსხვერპლშეწირვა ხშირად აღესრულება და შეიწირება მუდამ, სადაც კი მართლმადიდებელი ქრისტიანები იქნებიან, ქვეყნიერების აღსასრულამდე.
2. ჯვარცმის მსხვერპლი სისხლიანი იყო, ლიტურღიული მსხვერპლი კი უსისხლოა,
3. ჯვარცმით მსხვერპლის გაღება მთელი ქვეყნიერებისთვის მოხდა, ლიტურღიული მსხვერპლიც მთელი ქვეყნიერებისთვის შეიწირება, მაგრამ უმთავრესად იმ მორწმუნეთათვის, ვინც ლიტურღიას ესწრება.

2141.რა მოიხსენიება საღმრთო ლიტურღიაზე?
საღმრთო ლიტურღიაზე მოიხსენიება უფალ იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრება შობიდან მის ზეცად ამაღლებამდე.
2142.რამდენი ნაწილისაგან შედგება საღმრთო ლიტურღია?
საღმრთო ლიტურღია იყოფა:
1. პროსკომიდიად ანუ კვეთად, რომლის დროსაც ხდება პურის და ღვინის მომზადება მსხვერპლშეწირვისთვის,
2. და საკუთრივ ლიტურღიისაგან, რომელიც თავის მხრივ მოიცავს კათაკმეველთა და მორწმუნეთა ლიტურღიას.

2143.რას ნიშნავს სიტყვა პროსკომიდია?
სიტყვა პროსკომიდია ნიშნავს მსხვერპლს, შესაწირავს.
2144.პურისა და ღვინის მომზადება წმიდა სამსხვერპლოდ რატომ იწოდება შეწირვად?
იმიტომ, რომ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში წმიდა მსხვერპლშეწირვისათვის პური და ღვინო ტაძარში მორწმუნეთ თვითონ მოჰქონდათ.
2145.რა ეწოდება სამსხვერპლო პურს?
სამსხვერპლო პურს ეწოდება სეფისკვერი.