image

თემა: ეკლესია,  ერესი

646. შეიძლება თუ არა შესვლა მწვალებელთა ეკლესიაში?უფალი ამბობს: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ“ (მათ.10. 5). დავიმარხოთ ეს მცნება მწვალებელთა მიმართ და ნუ შვალთ მათ ეკლესიებში და ნურც მათ სახლებში, არამედ იქ დავივანოთ, სადაც იყოს ძე მშვიდობისა და თესლი კეთილმსახურებისა.
link
image

თემა: ერესი

960. არის თუ არა რაიმე ურთიერთკავშირი სხვადასხვა წვალებას შორის?საერთოდ წვალებანი მსგავსნი არიან ეშმაკის მიერ დაწნული ჯაჭვისა. ისინი ერთმანეთზე არიან შეჭიდებულნი და ყველანი ერთ სათავეზე არიან დამოკიდებულნი – უსჯულოებასა და უღმრთოებაზე, თუმცა კი განსხვავდებიან: სახელდებით, დროით, ადგილით, რაოდენობით, ძალითა და მოქმედებით. ასევე, ერთი და იგივე სხეული შედგება არა ერთი, არამედ მრავალი ნაწილისაგან და განსხვავებულია მათი ერთმანეთზე გავლენა, ძალა, თვისებები, დამოკიდებულებები და მნიშვნელობა.
link
image

თემა: გარეგნული სიმშვიდე

755. შეიძლება თუ არა ადამიანის შესახებ მისი გარეგნული მხარეების მიხედვით ვიმსჯელოთ?კაცზე გარეგნობის მიხედვით როდი უნდა ვიმსჯელოთ, არამედ საქმეებით, რამეთუ მრავალმა გაიკეთა ნიღაბი და სინამდვილეში ის არ არის, რადაც თავს გვაჩვენებს.
link
image

თემა: გარდაცვლილთა პატივისათვის,  ღვთისმსახურება

916. შეიძლება თუ არა წირვაზე ისეთი ადამიანის მოსხენიება, რომელიც სიკვდილამდე წვალებასთან ერთობაში იყო მხილებული?თუნდაც იგი მამა იყოს შენი, თუნდაც დედა, თუნდაც ძმა ან სხვა ვინმე – სიკვდილამდე წვალებასთან ერთობაში მხილებული, არ უნდა იქნეს მოხსენიებული წირვაზე... როგორ შეიძლება, რომ ვინც სიცოცხლეში მწვალებელთა თანაზიარი იყო და ასეთ მდგომარეობაში მიაბარეს მიწას, შეტანილ იქნეს მოსახსენიებელში მართლმადიდებელთა მღვდელმსახურებისას?
link