ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: გარდაცვლილთა პატივისათვის
5. როგორ შეიძლება შევეწიოთ მიცვალებულთა სულებს?
სარწმუნოებით უნდა აღვასრულებდეთ ხსენებას შესვენებულთათვის და ამგვარად ნუგეშს ვცემდეთ ჩვენს მიცვალებულებს. უწესო გლოვის, უსარგებლო ცრემლებისა და სამარეთა შემკობის ნაცვლად მათთვის საღმრთო წირვას, ლოცვასა და მოწყალების გაცემას უნდა აღვასრულებდეთ, რათა ისინიც და ჩვენც ღირს ვიქნეთ საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებად, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარებით. ეს არის ქრისტიანთა წესი, ღვთისთვის სათნო შესაწირავი, მიცვალებულთა შესაწევნელი და ჩვენთვის დიდად სასარგებლო.