ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: ლოცვა
რა მოელის კაცობრიობას, თუ ლოცვა შეწყდება ანდა მხოლოდ საეკლესიო წეს-ჩვეულების წინაშე გაღებულ ხარკად იქცევა?
მაშინ კაცობრიობას იგივე მოელის, რაც იმ ადამიანს, სუნთქვას რომ წყვეტს - სიკვდილი და ხრწნა. ეს სოფელი ლოცვის გარეშე ოკეანეში დასაღუპად განწირულ ხომალდს დაემსგავსება.