1
2
3
image
image
Loading..
image

თემა: ლოცვა

ლოცვა მარადიულობისაკენ გარღვევაა, სულის მიქცევა შემოქმედისკენ, მისტიკური თანაზიარება ღმერთთან, ახალი ცხოვრების დასაწყისი, ღვთაებრივი ნათლის აღქმის უნარი, უხილავი სხივი, თაბორის მთიდან კაცის გულისკენ მიმავალი, სულის ფერისცვალება და... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ლოცვა

ლოცვა ყოფიერების საიდუმლოთა ამოხსნაა - იმ კვანძების გახსნა, კაცის გონებას რომ არ ძალუძს; ცოდვის ტყვეობისა და სოფლის ბორკილებისგან განთავისუფლება, საკუთარ გულში ჩაბუდებულ დემონთან ბრძოლა, იმ ბნელი ძალის შეკვრა, რომელიც სულს გულისსი... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ლოცვა

ლოცვა ყოველი სათნოების წყაროა, ლოცვა ფრთებია, კაცის ცად აღმყვანებელი, ლოცვა სულის მიერ შიშის ძლევა და მოწყინებისაგან განთავისუფლებაა, მარადიული სიხარულის წინასწარგანცდა და ზეციური იერუსალიმის დიდების აჩრდილია. ლოცვა იმ საიდუმლო გა... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ლოცვა

რა არის ლოცვა?ლოცვა მარადიულობისაკენ გარღვევაა, სულის მიქცევა შემოქმედისკენ, მისტიკური თანაზიარება ღმერთთან, ახალი ცხოვრების დასაწყისი, ღვთაებრივი ნათლის აღქმის უნარი, უხილავი სხივი, თაბორის მთიდან კაცის გულისკენ მიმავალი, სულის ფერისცვალება და ხორცის განსულიერება.
ლოცვა ყოფიერების საიდუმლოთა ამოხსნაა - იმ კვანძების გახსნა, კაცის გონებას რომ არ ძალუძს; ცოდვის ტყვეობისა და სოფლის ბორკილებისგან განთავისუფლება, საკუთარ გულში ჩაბუდებულ დემონთან ბრძოლა, იმ ბნელი ძალის შეკვრა, რომელიც სულს გულისსიტყვებისა და ვნებების მეშვეობით გარემოიცავს; სულის საუბარი მასთან, ვინც სიტყვაზე მაღლა დგას.
ლოცვა ყოველი სათნოების წყაროა, ლოცვა ფრთებია, კაცის ცად აღმყვანებელი, ლოცვა სულის მიერ შიშის ძლევა და მოწყინებისაგან განთავისუფლებაა, მარადიული სიხარულის წინასწარგანცდა და ზეციური იერუსალიმის დიდების აჩრდილია. ლოცვა იმ საიდუმლო გალობის ექოა, რომლითაც ანგელოზები ადიდებენ ღმერთს დღედაღამ; ლოცვა მიწის შვილთა კავშირია ზეცის მკვიდრებთან, ესაა მამისეული სახლის ფანჯრიდან გამომავალი სინათლე, შორი გზიდან დაბრუნებულს რომ ეგებება.
ლოცვისას ადამიანი ფერს იცვლის, ფერს იცვლის სამყაროც მის გარშემო. ლოცვა არის დედა და ასული სიყვარულისა, სიყვარულში კი მყოფობის სავსებაა მოქცეული.
link
image

თემა: ლოცვა,  ლოცვისთვის მომზადება,  ცოდვა

რითი დავიწყოთ ლოცვა?აუცილებელია ლოცვისათვის მომზადება, იმის გაცნობიერება, თუ ვინა ხარ შენ და ვისთან მოგელის საუბარი. ბიბლიაში წერია: "არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა" (გამოსვლა 20, 7) . სინას მთაზე მოცემული ეს მცნება ყოველი ლოცვის გარდაუვალი პირობაა, უამისოდ ლოცვა უქმისმეტყველებად იქცევა. ლოცვისათვის მომზადება კი ნიშნავს, რომ უნდა მოვწყვიტოთ გონება მიწას, სული ღმერთისკენ მივმართოთ, ვიფიქროთ ღვთის დიდებულებაზე, მის აღთქმებზე, კაცის გონებაზე აღმატებულნი, გამოუთქმელნი და დაფარულნი რომ არიან; საკუთარ სულზე, როგორც ღვთის ხატზე, სულზე, რომელიც ღვთისაგან დატევების ღრმა უფსკრულშია დანთქმული; ცოდვებზე, რომლებითაც ისე ვართ გაჟღენთილნი, როგორც ღრუბლის ფორები - წყლით, და ეს ცოდვები ისე ხრავენ ჩვენს ბუნებას, როგორც ჟანგი - რკინას, ისინი ადამიანს ანგელოზის მსგავსი არსებიდან ერთ მუჭა მტვრად აქცევენ, ზეციური ღვინით სავსე, მოელვარე ჭურჭლიდან - ჩირქით სავსე თასად.
ცოდვებისა და ვნებების გამო ჩვენ ღმერთი უარვყავით; მაგრამ მან, თავად სიყვარულმა, კი არ უარგვყო ჩვენ, არამედ აიღო ჩვენი ცოდვები, ცხონების გზა გვიჩვენა და დაკარგული სამოთხე დაგვიბრუნა.
მადლობა უთხარი ღმერთს სიტყვის ნიჭისთვის და ლოცვის ნიჭისთვის, რომლებიც ყოველ არსს შორის ერთადერთს - ადამიანს მიეცა.
იფიქრე იმაზე, რომ ღმერთი, რომელიც ყოველივეშია და ყოველივეს განაგებს, ისმენს შენს ლოცვას, უფრო სწორად, შენი სულის ხმას; რომ ის, ვინც შექმნა მთელი სამყარო, შენ ისე გიგდებს ყურს, თითქოს ამქვეყნად მხოლოდ თქვენ ორნი არსებობდეთ.
უფალმა იტვირთა შენი ცოდვები, შენ კი მისი მცნებების შესრულება უნდა იტვირთო, რომლებსაც ღვთის მადლი მსუბუქ ტვირთად და ტკბილ უღლად აქცევს. უფალი განიჭებს ცხონებას, გაძლევს რა ცხონების საშუალებას, მაგრამ არ გართმევს თავისუფალ ნებას, შენ კი ამ ნებას ცოდვების გასამრავლებლად იყენებ! დღევანდელი დღე და დღევანდელი ლოცვა უფალმა ცხონებისათვის მოგცა, ეს დღე იქნება უკანასკნელიც აღმოჩნდეს შენთვის, ეს ლოცვა კი - შენი ცხოვრების დასასრული - წიგნის ბოლო გვერდივით... და თუ დღეს უგულებელყოფ ლოცვას, ღვთის მადლი მიგატოვებს და მაშინ ლოცვა აღარ მოგინდება: მისი არსებობაც კი დაგავიწყდება.
წარმოიდგინე, რომ შენ ხარ სასიკვდილოდ მსჯავრდადებული ტუსაღი, რომელიც დილეგშია ჩაგდებული და სასჯელს მოელის. სიკვდილი გარდაუვალი ჩანს. და ამ დროს ერთ-ერთი შენი მეგობარი ჩუმად მოუახლოვდა შენს ხაროს, თოკი ჩამოგიგდო და ჩაგჩურჩულა: "სასწრაფოდ ჩაეჭიდე ამ თოკს, ხელი არ გაუშვა და მე ამოგიყვანო".
ცოდვილი უხილავად უკვე ამ ცხოვრებაში იმყოფება დილეგში, რომელშიც თვითონ ჩაიგდო თავი ცოდვების გამო. ლოცვა ის მხსნელი თოკია, რომელსაც მას შეუძლია ჩაეჭიდოს და თავისუფლება მოიპოვოს. ადამიანი ისე უნდა ლოცულობდეს, თითქოს დაძაბული ყურადღებით ებღაუჭებაო არა თოკს, არამედ ლოცვის სიტყვებს; ხელით კი არა, გულით უნდა იჭერდეს ამ სიტყვებს. იგი გონებით უნდა შეუერთდეს ლოცვას, მისმა სულმა უნდა მოიცვას ლოცვა და, იმავე დროს, ლოცვის მეშვეობით იპოვოს თავისი სული.
არის კი ამისათვის საკმარისი მხოლოდ ადამიანის ძალისხმევა?არა. ადამიანი უნდა ლოცულობდეს ლოცვის მოსაპოვებლად: უნდა ევედროს ღმერთს შეწევნას, შესთხოვოს მას ლოცვის კურთხევა, მისი ძალების განმტკიცება, რადგან ღვთის მადლის გარეშე კაცს არაფერი შეუძლია, ცოდვის გარდა; მეტიც, მას რაიმე კეთილის, ცხონების მომნიჭებელის მოფიქრებაც კი არ ძალუძს.მაშ, რაღაში მდგომარეობს ადამიანის ღვაწლი, მისი მონაწილეობა თავისი ცხონების საქმეში?იმაში, რომ საკუთარი ნებით დაჰყვეს ღვთის მადლის მოქმედებას.
link
image

თემა: ლოცვა,  ყურადღება

რა არის მთავარი ლოცვაში?მთავარია მოწიწება, ღმერთისკენ მიქცევა და ყურადღება - სულის არსებით ერთი, სამი ძალის სამი მდგომარეობა.
გონებისათვის მოწიწება იმის გაცნობიერებაა, თუ ვის მიმართავს კაცი: სასრული - უსასრულოს, ქმნილი - შემოქმედს, განსულიერებული თიხა - მას, ვინც შექმნა სამყარო და ვინც თვითონ განუზომლად მაღლა დგას ამ ქმნილებაზე.
გრძნობისათვის ღმერთისკენ მიქცევა არის სურვილი - ჭვრეტით შეეხოს სრულ, მარადიულ, უმაღლეს, გამოუთქმელ მშვენიერებას.
ნებისათვის ყურადღება ლოცვის სიტყვებზე შეჩერებაა, სულის დაცვა მიწიერი სახეებისა და გულისსიტყვებისაკენ, რომელთა მეშვეობითაც ეშმაკი, მყეფავი ძაღლის მსგავსად, ნიადაგ ცდილობს სულის გატყუებას ლოცვისგან.
link
image

თემა: განსაცდელები,  მადლის დაკარგვა

ყველაზე მტანჯველ განსაცდელს, ყველაზე მძიმე დანაკარგს სული მაშინ გრძნობს, როდესაც ჯერ მოიპოვებს ღვთის მადლს, მერე კი კარგავს მას. ჩვენმა წინაპრებმა ცოდვით დაცემის შემდეგ ნათლის შესამოსელი დაკარგეს და საკუთარი სიშიშვლე დაინახეს. ღვთ... იხილეთ სრულად
link
1
2
3
image
image