image

თემა: ლოცვისთვის მომზადება

ის, რითაც იყო ჩვენი სული დაკავებული ლოცვამდე, აუცილებლად ჩნდება მეხსიერებაში ლოცვის ჟამსაც. ამიტომ ლოცვის დაწყებამდე საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობამდე უნდა მოვიყვანოთ, როგორშიც გვინდა, - ვიყოთ ლოცვის დროს.
link
image

თემა: ლოცვისთვის მომზადება

როგორიც გვსურს ვიყოთ ლოცვის ჟამს, ისეთი უნდა ვიყოთ ლოცვის წინა პერიოდში. ჩვენი სული ლოცვის დროს აუცილებლად ღებულობს წინარე მდგომარეობის განწყობას და ლოცვის დროს ზეცად აღიტაცება, ანდა ჩაეფლობა მიწიერში იმავე ზრახვებით, რითაც ლოცვამ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ლოცვისთვის მომზადება

ლოცვის დროს გაბნეულობა და სიცივე, რომელსაც ყველანი უჩივიან, თითქმის ყოველთვის იმის შედეგია, რომ ლოცვას ვიწყებთ წინასწარი მომზადების გარეშე. მიწათმოქმედი თესლს მინდორში მიწაში იმაზე ადრე არ ყრის, ვიდრე მას ამისთვის შესაბამისად არ მ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ლოცვისთვის მომზადება

პირველ ლოცვისა საჭიროა მომზადება, დალაგება სულისა და გულისა. „ლოცვის დაწყებადმდე განამზადე თავი შენი და ნუ იქმნები, ვითარცა კაცი გამომცდელი ღვთისა“ – იტყვის ისუ ზირაქი (18.23). კაცი ვინმე ხელმწიფესთან წარდგომად თუ მიდის, ბეჯითად ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ლოცვისთვის მომზადება

ჭეშმარიტი ლოცვა ბაგეების მოძრაობაში კი არ მდგომარეობს, არც - მუხლის მოყრასა და ხელების აპყრობაში; იგი თავისთავად უნდა აღმოხდეს ადამიანს და შემოქმედის წინაშე სული თითქოს უნაზესი გუნდრუკივით უნდა იკმეოდეს; ამ აზრით შინაგანი ლოცვა, რ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ლოცვისთვის მომზადება

ლოცვისთვის მომზადებას რა უწყობს ხელს?ლოცვისთვის მომზადებას ხელს უწყობს: მსუბუქად ჭამა, საზრუნავთა მოკვეთა რწმენის სულისკვეთებით, ყველა წყენის გულით მიტევება, ცხოვრებაში ყველა წყენისა და შეურაცხყოფისათვის ღვთისთვის მადლობის აღვლენა, გონებაგაფანტულობისა და ოცნებობის მოშორება, შემოქმედის წინაშე მოკრძალებული შიში.
link
image

თემა: ლოცვისთვის მომზადება

ყოველთვის აუცილებელია ლოცვისათვის წინასწარი მომზადება?ლოცვა პირდაპირაც შეიძლება დავიწყოთ, თუ კაცს უეცრად გაუჩნდა ლოცვის სურვილი, თითქოს სულის სიღრმიდან ცხელი ტალღა წამოვიდა და მთლიანად მოიცვა იგი. დავით მეფემ თქვა: "ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!" (ფს. 41, 2); სხვა ფსალმუნში კი: "პირი შენი, უფალო, მოვიძიო" (ფს. 26, 8). პირი უფლისა მისი გამოუთქმელი მშვენიერების ბრწყინვალებაა. აქაა ღმერთთან განშორების სევდა, მაგრამ სევდა, სასოებით განზავებული, ჩვენ ვიტყოდით, სიყვარულის ტკბილი სევდა და სურვილი საღმრთო მშვენიერების კვლავ ხილვისა - თუნდაც ამ მოუხელთებელმა მშვენიერებამ აჩრდილივით სულ ერთი წამით გაიელვოს.
ლოცვა შეიძლება მოულოდნელად იშვას, როდესაც უბედურება ისე აფხიზლებს ადამიანს, თითქოს ღრმა ძილში ჩაძირულს ვიღაცამ ხელი ჰკრაო. მწუხარება აღებს მისი გულის კარს ლოცვისათვის, ჩაქუჩის დარტყმებით ამსხვრევს ქვის კუბოდ ქცეულ მის გულს. კაცი ხედავს, რომ ამქვეყნად ყველაფერი არარაობაა და მხოლოდ ღმერთშია ცხონება და სიცოცხლე; რომ წარმავალ და გაქრობის გზაზე შემდგარ სამყაროში ჭეშმარიტად მყოფობს ერთადერთი ღმერთი; ხოლო ამა სოფლის მირაჟებს, აჩრდილებსა და ზმანებებს შორის ჩაუმქრალი და მარადიული მხოლოდ საღმრთო ნათელია.
ლოცვა შეიძლება გააღვიძოს სინანულის ტკივილმა, განსაკუთრებით - მძიმე დაცემის შემდეგ, როდესაც კაცის თვალწინ ხანძარი ფერფლად აქცევს ყველაფერს, რაც მას წლების მანძილზე უგროვებია. ასეთი ლოცვა მტანჯველია და სულის ტკივილთანაა დაკავშირებული. უფალი დიდხანს არ უბრუნებს სულს ღმერთთან თანაზიარების სიხარულს, ის თითქოს სდუმს. ასეთ შემთხვევაში მოღვაწეობა და დროა საჭირო: ადამიანი ტკივილის გზით უნდა განიკურნოს და შრომისა და მოთმინების გზით უნდა აღდგეს.
ყველაზე მტანჯველ განსაცდელს, ყველაზე მძიმე დანაკარგს სული მაშინ გრძნობს, როდესაც ჯერ მოიპოვებს ღვთის მადლს, მერე კი კარგავს მას. ჩვენმა წინაპრებმა ცოდვით დაცემის შემდეგ ნათლის შესამოსელი დაკარგეს და საკუთარი სიშიშვლე დაინახეს. ღვთის მადლის მოკლების შემდეგ ადამიანი საკუთარ სულში გრძნობს დამთრგუნველ სიცარიელეს, როგორც წინკარს სიკვდილისა.
link
image

თემა: ლოცვისთვის მომზადება

რითი დავიწყოთ ლოცვა?აუცილებელია ლოცვისათვის მომზადება, იმის გაცნობიერება, თუ ვინა ხარ შენ და ვისთან მოგელის საუბარი. ბიბლიაში წერია: "არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა" (გამოსვლა 20, 7) . სინას მთაზე მოცემული ეს მცნება ყოველი ლოცვის გარდაუვალი პირობაა, უამისოდ ლოცვა უქმისმეტყველებად იქცევა. ლოცვისათვის მომზადება კი ნიშნავს, რომ უნდა მოვწყვიტოთ გონება მიწას, სული ღმერთისკენ მივმართოთ, ვიფიქროთ ღვთის დიდებულებაზე, მის აღთქმებზე, კაცის გონებაზე აღმატებულნი, გამოუთქმელნი და დაფარულნი რომ არიან; საკუთარ სულზე, როგორც ღვთის ხატზე, სულზე, რომელიც ღვთისაგან დატევების ღრმა უფსკრულშია დანთქმული; ცოდვებზე, რომლებითაც ისე ვართ გაჟღენთილნი, როგორც ღრუბლის ფორები - წყლით, და ეს ცოდვები ისე ხრავენ ჩვენს ბუნებას, როგორც ჟანგი - რკინას, ისინი ადამიანს ანგელოზის მსგავსი არსებიდან ერთ მუჭა მტვრად აქცევენ, ზეციური ღვინით სავსე, მოელვარე ჭურჭლიდან - ჩირქით სავსე თასად.
ცოდვებისა და ვნებების გამო ჩვენ ღმერთი უარვყავით; მაგრამ მან, თავად სიყვარულმა, კი არ უარგვყო ჩვენ, არამედ აიღო ჩვენი ცოდვები, ცხონების გზა გვიჩვენა და დაკარგული სამოთხე დაგვიბრუნა.
მადლობა უთხარი ღმერთს სიტყვის ნიჭისთვის და ლოცვის ნიჭისთვის, რომლებიც ყოველ არსს შორის ერთადერთს - ადამიანს მიეცა.
იფიქრე იმაზე, რომ ღმერთი, რომელიც ყოველივეშია და ყოველივეს განაგებს, ისმენს შენს ლოცვას, უფრო სწორად, შენი სულის ხმას; რომ ის, ვინც შექმნა მთელი სამყარო, შენ ისე გიგდებს ყურს, თითქოს ამქვეყნად მხოლოდ თქვენ ორნი არსებობდეთ.
უფალმა იტვირთა შენი ცოდვები, შენ კი მისი მცნებების შესრულება უნდა იტვირთო, რომლებსაც ღვთის მადლი მსუბუქ ტვირთად და ტკბილ უღლად აქცევს. უფალი განიჭებს ცხონებას, გაძლევს რა ცხონების საშუალებას, მაგრამ არ გართმევს თავისუფალ ნებას, შენ კი ამ ნებას ცოდვების გასამრავლებლად იყენებ! დღევანდელი დღე და დღევანდელი ლოცვა უფალმა ცხონებისათვის მოგცა, ეს დღე იქნება უკანასკნელიც აღმოჩნდეს შენთვის, ეს ლოცვა კი - შენი ცხოვრების დასასრული - წიგნის ბოლო გვერდივით... და თუ დღეს უგულებელყოფ ლოცვას, ღვთის მადლი მიგატოვებს და მაშინ ლოცვა აღარ მოგინდება: მისი არსებობაც კი დაგავიწყდება.
წარმოიდგინე, რომ შენ ხარ სასიკვდილოდ მსჯავრდადებული ტუსაღი, რომელიც დილეგშია ჩაგდებული და სასჯელს მოელის. სიკვდილი გარდაუვალი ჩანს. და ამ დროს ერთ-ერთი შენი მეგობარი ჩუმად მოუახლოვდა შენს ხაროს, თოკი ჩამოგიგდო და ჩაგჩურჩულა: "სასწრაფოდ ჩაეჭიდე ამ თოკს, ხელი არ გაუშვა და მე ამოგიყვანო".
ცოდვილი უხილავად უკვე ამ ცხოვრებაში იმყოფება დილეგში, რომელშიც თვითონ ჩაიგდო თავი ცოდვების გამო. ლოცვა ის მხსნელი თოკია, რომელსაც მას შეუძლია ჩაეჭიდოს და თავისუფლება მოიპოვოს. ადამიანი ისე უნდა ლოცულობდეს, თითქოს დაძაბული ყურადღებით ებღაუჭებაო არა თოკს, არამედ ლოცვის სიტყვებს; ხელით კი არა, გულით უნდა იჭერდეს ამ სიტყვებს. იგი გონებით უნდა შეუერთდეს ლოცვას, მისმა სულმა უნდა მოიცვას ლოცვა და, იმავე დროს, ლოცვის მეშვეობით იპოვოს თავისი სული.
არის კი ამისათვის საკმარისი მხოლოდ ადამიანის ძალისხმევა?არა. ადამიანი უნდა ლოცულობდეს ლოცვის მოსაპოვებლად: უნდა ევედროს ღმერთს შეწევნას, შესთხოვოს მას ლოცვის კურთხევა, მისი ძალების განმტკიცება, რადგან ღვთის მადლის გარეშე კაცს არაფერი შეუძლია, ცოდვის გარდა; მეტიც, მას რაიმე კეთილის, ცხონების მომნიჭებელის მოფიქრებაც კი არ ძალუძს.მაშ, რაღაში მდგომარეობს ადამიანის ღვაწლი, მისი მონაწილეობა თავისი ცხონების საქმეში?იმაში, რომ საკუთარი ნებით დაჰყვეს ღვთის მადლის მოქმედებას.
link