თემა: ლოცვა, ლოცვისას გონებაგაფანტულობა, ლოცვისთვის მომზადება
ლოცვის დროს გაბნეულობა და სიცივე, რომელსაც ყველანი უჩივიან, თითქმის ყოველთვის იმის შედეგია, რომ ლოცვას ვიწყებთ წინასწარი მომზადების გარეშე. მიწათმოქმედი თესლს მინდორში მიწაში იმაზე ადრე არ ყრის, ვიდრე მას ამისთვის შესაბამისად არ მოამზადებს. მნიშვნელოვანი პიროვნების წინაშე წარსადგომად, რომლისაგანაც რაიმე წყალობას ველით, წინასწარ ვფიქრობთ, რა უნდა ვთქვათ მასთან. მითუმეტეს, არ უნდა წარვსდგეთ ღვთის წინაშე ლოცვით - წინასწარი მომზადების გარეშე.