ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: წყევლა, ლოცვა, ცოდვა
ახდება თუ არა დაუმსახურებელი წყევლა?
არა. ის არ ახდება, მაგრამ ახალ-ახალი მწუხარებებით და დემონური განსაცდელებით კი დაამძიმებს იმის ცხოვრებას, ვისაც წყევლას უთვლიან. წყევლა "ტკბილი ლუკმაა" ეშმაკისთვის. განსაკუთრებით დიდი საშინელებაა, როდესაც მშობლები მრისხანების წუთებში, ანდა სულაც ისე, სხვათა შორის, საკუთარ შვილებს წყევლიან. ამით ისინი მათ სულებს ამახინჯებენ.
ლოცვა ცოდვად შეირაცხება, როდესაც ადამიანი აპოკრიფულ ან მწვალებლურ ლოცვებს კითხულობს, იგი ეხება შელოცვებს, რომლებსაც ლოცვად ასაღებენ, სინამდვილეში კი ისინი სატანისადმი ფარულად მიმართვას შეიცავენ.
ეკლესიამ მცნებად მოგვცა ვიკითხოთ წმ. მოღვაწეთა მიერ შედგენილი ლოცვები; მათში ზეციური ხმა გაისმის, მათ საღმრთო მადლის ნელსურნელება ასდით. დავითის ფსალმუნები და საღვთისმსახურო წიგნებში შესული ლოცვები ერთი სათავიდან - მსოფლიო მართლმადიდებლობიდან გამომავალ სუფთა ნაკადულებს გვანან; ისინი უხვი სულიერი მირონით არიან ცხებულნი.