ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ცოდვა
536. როგორ მოვიქცე, როდესაც ცოდვის ჩადენის სურვილი მიჩნდება?
ამ საკითხთან დაკავშირებით წმ. იოანე მოკლემ ძმებს ასეთი იგავი მოუთხრო: ერთ ქალაქში მეძავი ქალი ცხოვრობდა, რომელიც ძალიან ლამაზი იყო და მრავალნი ეტრფოდნენ მას. იმ ქვეყნის მთავარი სიბრალულით აღივსო ქალისადმი, რომ ამგვარი მშვენიერება იღუპებოდა და უთხრა მას: „დაუტევე უწესოება, მე კი ჩემს სახლში წაგიყვან და ცოლად შეგირთავო“. ქალი დათანხმდა და მთავარმა თავისთან წაიყვანა. ყოფილი სატრფოები დიდხანს ეძებდნენ ქალს, ბოლოს კი მისი ადგილ–სამყოფელი რომ შეიტყვეს, ასეთი რამ განიზრახეს: თუკი ჩვენ მთავრის სახლის უკანა კარებს მივადგებით და დავუსტვენთ, ქალი ხმას გაიგონებს და მაშინვე ჩვენსკენ გამოიქცევაო. ასეც მოიქცნენ. ქალი, გაიგონა რა სტვენის ხმა, შეკრთა... მაგრამ გონს მოეგო და შუა ოთახისკენ გაიქცა, თავად მთავრის წინაშე...
ამ იგავის არსი ნათელია: მეძავი ქალი ცოდვით დაცემული და სინანულით უფლისაკენ მოქცეული სულის სახეა, მთავარი – ქრისტესი, ძველი სატრფოები – ვნებებისა, მათი სტვენა – ეს არის ცოდვილი გულისთქმების, გრძნობების, სურვილების მოქმედება, შუა ოთახისკენ გაქცევა კი გულის სიღრმიდან უფლის მოხმობის გამომხატველია.
დაიხსომეთ ეს იგავი და მოიქეცით მისი არსისამებრ. მაშინ იხილავთ, თუ რა სწრაფად აღდგება თქვენი შინაგანი სიმშვიდე, რომელიც ცოდვილმა გულისთქმებმა აღამღვრია.