ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მრისხანება
535. მიზანშეწონილია თუ არა, ვინმეს დარწმუნებას ყვირილით და მრისხანებით რომ ვცდილობდეთ?
უფალი ყოველთვის მშვიდად და წყნარად ლაპარაკობდა, თავისი მაგალითით ჩვენც სიმშვიდისკენ მოგვიწოდებს და გვასწავლის, რომ როდესაც ვინმეს ვესაუბრებით ან ვარწმუნებთ რამეში, მრისხანებისა და გაღიზიანების გარეშე ვილაპარაკოთ. კაცი, რომელიც ადვილად ღიზიანდება, ვერაფერს უმტკიცებს სხვას და პირიქით, უფრო მეტადაც აეჭვებს. მაშ, დავიოკოთ მრისხანება, ნუ ვეცდებით ვინმეს დარწმუნებას ყვირილით და მრისხანებით, ყვირილი საზრდოა მრისხანებისა. აღვირი ვასხათ ამ ცხენს, რომ ძირს არ დავსცეთ მხედარი – გონება.