image

თემა: მრისხანება,  შურისძიება

459. რა არის მრისხანება?
მრისხანება არის სისხლის დუღილი გულში და მის სიახლოვეს, რაც ხდება ნაღვლის აორთქლებისა თუ ამღვრევის გამო; ზოგჯერ მრისხანებას თან ახლავს შურისძიების გრძნობაც, რამეთუ, როცა შეურაცხყოფას გვაყენებენ, ანდა გვგონია, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენეს, მრისხანება შეგვიპყრობს ხოლმე, ანუ იმ გრძნობით ვართ აღვსილნი, რომელშიც აღრეულია რისხვა და სწრაფვა შურისძიებისაკენ.
460. მრისხანების რამდენი სახეობა არსებობს?
არსებობს სამი სახეობა მრისხანებისა: გაღიზიანება (გაფიცხება), გაბოროტება და შურისძიება.
461. რას წარმოადგენს თითოეული მათგანი?
გაღიზიანებად (სიფიცხედ) იწოდება დასაწყისი მრისხანებისა, როცა ის აღიგზნება. გაბოროტება არის ხანგრძლივი მრისხანება, ანუ დახსომება ბოროტისა, გულღრძოობა. შურისძიების გრძნობა იმგვარი მრისხანებაა, რომელიც ხელსაყრელ შემთხვევას ეძიებს ბოროტისათვის სამაგიეროს გადასახდელად.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები