image

თემა: მიტევება,  შურისძიება

677. რადგან ზოგიერთი ადამიანი გამოცდილია სასამართლო საქმეებში და მათ ეს იმდენად არ დააზიანებს, როგორც გამოუცდელთ, ამიტომ ხომ არ აჯობებს, გამოცდილი ადამიანების მეშვეობით წარვმართოთ ეს საქმე?
ისინი, თუმცა კი გამოცდილნი არიან სასამართლო საქმეებში, მაგრამ ჩვენ მათ არა მარტო ზიანის, არამედ ცუდ შედეგებზე მსჯელობის საბაბსაც ვაძლევთ, რაც არანაკლებ საზიანოა. თუ ჩვენ თავად ვაწარმოებთ ასეთ საქმეებს, ეს დამღუპველია ჩვენი სულისათვის. ხოლო თუ ისინი დაზიანდებიან, მაშინ ჩვენ ვიქნებით მათი ზიანის მიზეზი; ცოდვა ჩვენზე გადმოვა და დაგვედება მსჯავრი, რომელიც წერილშია ნათქვამი: "შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსვლაი, ხოლო ვაი, ვისგან მოვიდეს" (ლუკა 17,1). როდესაც ვინმეს არ აკმაყოფილებს ბოროტებისაგან ხსნა და ცდილობს, მისმა მოწინააღმდეგეებმა იწვნიონ ბოროტება, ეს ყველაფერზე ცუდია და ღმერთს ძალიან არისხებს, რომელმაც გვიბრძანა: "ნუ ვის ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ" (რომ. 12, 17), და კიდევ თქვა: "მიუტევეთ და მოგეტევნენ" (ლუკა 6, 37).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები