ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა: მიტევება
308. როგორ მოციქცე, თუ ძალიან მაჭირვებს ადამიანი?
ნუ დაემორჩილები ბოროტ სულს, რომელიც გეტყვის: თუ შენ ყოველთვის მოუთმენ ძმას შენდამი შემცოდეს, იგი წახდება და დაეჩვევაო, არამედ, მოიგონე სახიერი მოძღვრის სიტყვა, რომელიც გასწავლის სამოცდაათ შვიდგზის შენდობას და მოტევებას. აქედან მიხვდი, რომ შენი საკუთარი კანონია სრულიად და ყოველთვის მიტევება.