image

თემა: მიტევება

713. როგორ უნდა ვთხოვო მამებს საკუთარი ცოდვების შენდობა? ვუთხრა: „შემინდეთ მე“, თუ: „ითხოვეთ ჩემთვის შენდობა“? და თავად უფალს როგორ ვთხოვო?
როდესაც გარდასულ მამებს ვევედრებით, უნდა ვთქვათ: „შენმინდე მე“, ხოლო ჩვენს გვერდით მყოფებს - „ილოცეთ ჩვენთვის, რათა შენდობა მივიღოთ“. თუ თავად მეუფეს ევედრები, ასე თქვი: „შემიწყალე მე მეუფეო, შენი წმინდა მოწამეების და წმინდა მამების გულისათვის და მათი ლოცვებით შემინდე ჩემი შეცოდებები“. რამეთუ წინასწარმეტყველიც ამბობდა: „აბრაამის გულისთვის, შენ რომ შეიყვარე“ (დან. 3, 35), თავად ღმერთმაც თქვა: „მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მორჩილისთვის“ (4 მეფ. 19, 34).
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები