1
2
image
image
Loading..
image

თემა: აღსარება

64. როგორ უნდა ვთქვათ აღსარება?აღსარების თქმის დროს წელგამართულად, გულზე ხელდაკრეფილად და ოდნავ თავდახრით შვენის თქმა ცოდვებისა. არა მრავალი ბარგების მოყოლით, ე.ი. მუსაიფობით, არამედ გარკვევით მხოლოდ ცოდვების თქმაა საჭირო, რომლის დროს უნდა გქონდეს ყურადღბა არა მიმალვად სირცხვილის გამო, არც დახელოვნებით ბუნდოვნად გადაკვრით. თუ ასე მოვიქცევით, სასჯელი გაგვიორკეცდება დაუკურნებელი გამოვალთ
link
image

თემა: აღსარება

472. როგორ იქცევა ჭეშმარიტი აღმსარებელი?ჭეშმარიტი აღსარების მთქმელი ოდეს წარსდგება მღვდლის წინაშე ოლარის ქვეშ, ყოვლადშემუსვრილია და სირცხვილი თავისი უღირსებისა არ აძლევს ნებას მიზეზის ძიებად და სხვისადმი დაბრალებად, არამედ მხოლოდ თავსა თვისსა განაშიშვლებს და ყოველ საქმეში ბრალდებულად თავსა თვისსა ხედავს და არა სხვას.
link
image

თემა: მზაკვრობა

143. რას გვეტყვით ორპირობისა და ორგულობის შესახებ?როცა ბაგენი შენი ორპირობით ეფარისევლება მოყვასს და გული ორგულობით ეცბიერება, უწყოდე, რომ სული ქრისტესი განდევნილია შენგან და სული ეშმაკეულებისა, ცბიერებისა და მზაკვრობისა დამკვიდრებულ არს შენ შორის.
link
image

თემა: მიტევება

308. როგორ მოციქცე, თუ ძალიან მაჭირვებს ადამიანი?ნუ დაემორჩილები ბოროტ სულს, რომელიც გეტყვის: თუ შენ ყოველთვის მოუთმენ ძმას შენდამი შემცოდეს, იგი წახდება და დაეჩვევაო, არამედ, მოიგონე სახიერი მოძღვრის სიტყვა, რომელიც გასწავლის სამოცდაათ შვიდგზის შენდობას და მოტევებას. აქედან მიხვდი, რომ შენი საკუთარი კანონია სრულიად და ყოველთვის მიტევება.
link
image

თემა: აღსარება,  საკუთარი თავის გამართლება

259. მისაღებია თუ არა თავის მართლება აღსარებისას?ზოგიერთი ადამიანი აღსარებისას თავს იმართლებს და სხვას აბრალებს თავისი უთმინოების სიგლახაკეს. ამას არ ჰქვია აღსარება, არამედ იგივე ცდომაა და იგივე უგულისხმოება. აღმსარებელი ისე უნდა მოეპყრას საკუთარ თავს, როგორც მტერს. ადამის მსგავსად სხვაი არ უნდა აჩვენოს ცოდვის მიზეზად, არამედ ყოველივეში საკუთარი თავი უნდა მიიჩნიოს ბრალდებულად.
link
image

თემა: აღსარება

737. შეიძლება თუ არა სხვებს მოვუთხრო ჩემი აღსარების შესახებ?ნურავის მოუყვები აღსარების შესახებ. რა საჭირა? აღსარება – ეს შენი და მოძღვრის საიდუმლოა. ვინ იცის, რას გვეტყვის მოძღვარი აღსარებისას, სხვისთვის ამის მოსმენა შეიძლება სულაც არ იყოს სასარგებლო.
link
image

თემა: მოყვასთან ურთიერთობა

610. შეიძლება თუ არა მავანზე ვთქვათ: „ცუდი ფეხის კაციაო“? ვინმესთვის იტყვით გლახა ფეხის კაციაო და მისი გზაში შეხდომა დიდათ საწყენად მიგაჩნიათ. ეს ეშმაკის სასიამოვნოა, ძმაო, მას სურს კაცის სიძულვილი ჩაგინერგოს გულში, ვინაიდგან თვითონ ეშმაკი კაცის მოძულეა, თორემ კაცის ფეხს რა შეუძლია, თვინიერ ღვთისა! როცა შენ მიეჩვევი ამგვარ რწმენას, მაშინ ეშმაკიც იმ კაცის შეხვედრის დღეს ცუდს რასმე შეგამთხვევს. მოსპე ესეცა, ძმაო, მიენდევ ღმერთსა, ესევდი მას, მხოლოდ მისი გეშინოდეს და ვერა რა გავნებს, ვინაიდგან ღმერთი შენ კერძო იქმნება.
link
1
2
image
image