თემა: მზაკვრობა ბავშვებს უნდა მივუტევოთ ქარაფშუტობა და უყურადღებობა, და არა - ბოროტება და მზაკვრობა. link
თემა: მზაკვრობა ორგულობა ბოროტი წესია, რომელიც მზაკვრობითაა შექმნილი და სულისა და გონების დამაბნელებელია link
თემა: მზაკვრობა ნუ გექნება ნაცნობობა მზაკვარ ადამიანთან. მზაკვართან მეგობრობა ეშმაკთან მეგობრობას ნიშნავს. link
თემა: მზაკვრობა 119. ცხადად ცუდის გამკეთებელზე უარესია ფარულად ბოროტების ჩამდენი. ამიტომაც, უარესად ისჯება იგი. link
თემა: მზაკვრობა ვნახე უბრალონი, რომელთაც მზაკვართაგან მზაკვრობა ისწავლეს და როდესაც ეს ბუნებად ექცათ, დაიღუპნენ link
თემა: მზაკვრობა მშვიდის სული უბრალოების სამყოფელია, ხოლო მრისხანე გონება უკეთურებასა და მზაკვრობას მოიმოქმედებს link
თემა: მზაკვრობა მზაკვრობა არის ხელოვნება, ან უკეთ რომ ვთქვათ, ეშმაკეული სისაძაგლე, რომელიც შორსაა ჭეშმარიტებისაგან link
თემა: მზაკვრობა რამდენადაც უბრალონი ადვილად გადაიქცევიან მზაკვრებად, იმდენად მზაკვარნი ძნელად მოიპოვენებ უბრალოებას link