ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მამაო ჩვენო, მრისხანება
999. რას გულისხმობს შემდეგი ვედრება: „არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“?
ბოროტად აქ უფალი ეშმაკს იხსენიებს და გვიბრძანებს მის წინააღმდეგ დაუნდობელი ომი ვაწარმოოთ; მაცხოვარს არ უთქვამს „მიხსნენ ჩვენ ბოროტთაგან“, არამედ – ბოროტისაგან. ამით კი გვასწავლა – არასოდეს ვიყოთ მრისხანენი მოყვასთა მიმართ მათგან მიღებული წყენის გამო, არამედ მრისხანება მივმართოთ ეშმაკისაკენ, რადგან იგია ბოროტების სათავე.