თემა: მამაო ჩვენო

1000. რას ნიშნავს: „რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ“?
ჩვენ უძლურნი ვართ. შენ თვითონ, მამაო, გვიხსნენ ბოროტისაგან. „რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ“. და ვინ გაბედავს თავს დაესხას და შეურაცხყოს ისინი, ვინც შენი მეუფების ქვეშე არიან? ვინ აღუდგება წინ შენს ძალას? – არავინ. რამეთუ შენ შეჰქმენ ყველა და იფარავ მათ. ან კი ვინ მოისურვებს შენი დიდების დამცირებას, ყველა ზღვარს რომ მოიცავს? რამეთუ ამ დიდებით სავსენი არიან ცა და ქვეყანა. იგი შენი იყო თვით ზეცისა და ანგელოზთა შექმნამდე. მხოლოდ შენ ერთი ხარ დაუსაბამო და მარადიული, შენია სუფევა, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნისამდე. ამინ!
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები