image

თემა: მამაო ჩვენო

991. რას გვეტყვით საუფლო ლოცვის პირველ სიტყვებზე – „მამაო ჩვენო“?
„მამაო ჩვენო!“ ო, რა უსაზღვრო კაცთმოყვარეობაა! ო, რა აღმატებული პატივია! რომელ სიტყვას ძალუძს მადლობა მიუზღოს ჩვენთვის ასეთი სიკეთის მომცემელს? იხილე, საყვარელო, ჩემი და შენი ბუნების დაცემულობა, დაუკვირდი მის საფუძველს – ამ მიწას, მტვერს, ტალახს, თიხას, ფერფლს; რადგან მიწისგან შევქმნილვართ და მიწადვე მივიქცევით. და წარმოიდგენ რა ამას, განკვირდი ღმრთის სახიერების აღსარება მიუწვდომელი სიმდიდრის გამო. სწორედ ამ სახიერებით მოგეცა შენ, უწოდო მას მამა, უწოდო მიწერმა ზეციერს, მოკვდავმა – უკვდავს, ხრწნადმა – უხრწნელს, წარმავალმა – მარადიულს, ჯერ კიდევ გუშინ მიწად მყოფმა – უწინარეს საუკუნეთა არსებულ ღმერთს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები