ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
თემა: ლოცვა
583. გააჩნია თუ არა რაიმე ძალა ცოდვილი ადამიანის ლოცვას, როცა იგი ყოვლითა სულითა აღევლინება?
რა დიდია თუნდაც ცოდვილი ადამიანის ლოცვის ძალა, როცა იგი ყოვლითაქ სულითა აღევლინება, კარგად ჩანს ერთი საღმერთო გადმოცემიდან: ვინმე მეძავი დედაკაცი, რომელსაც ერთადერთი შვილი მოკვდომოდა, მწუხარებით სასომიხდილი მივიდა უფალთან და შეჰღაღდა: „არა ჩემთვის,ს აწყალობელისა, არამედ შვილზე მგლოვიარე დედის ცრემლთათვის, შენს მოწყალებასა და ყოვლის შემძლებელობაზე სასოების დამდებელისა, უფალო ქრისტე ღმერთო, აღადგინე მკვდრეთით ძე ჩემი მხოლოდშობილი“. ცოდვილი იყო დედაკაცი, ჯერ არ განწმენდილიყო სულ მცირეოდენი ხნის წინათ აღსრულებული ცოდვისაგან, მაგრამ მხურვალე ლოცვა უფალმა შეისმინა; ქრისტე ღმერთმა აღადგინა ძე მისი.