თემა: ლოცვა, ლოცვისას გონებაგაფანტულობა, ლოცვისთვის მომზადება
ჭეშმარიტი ლოცვა ბაგეების მოძრაობაში კი არ მდგომარეობს, არც - მუხლის მოყრასა და ხელების აპყრობაში; იგი თავისთავად უნდა აღმოხდეს ადამიანს და შემოქმედის წინაშე სული თითქოს უნაზესი გუნდრუკივით უნდა იკმეოდეს; ამ აზრით შინაგანი ლოცვა, რომელიც სიტყვებით არ არის გამოხატული, საუკეთესოა და ლოცვაში ამგვარ სრულყოფილებას უნდა მივაღწიოთ. მაგრამ ვის შეუძლია, ასე ილოცოს პირველივე ჯერზე, როგორც კი ამას მოისურვებს?! ვის შეუძლია, უცებ გადავიდეს განბნეულობიდან საკუთარი თავის მობილიზებაში, მომზადების გარეშე მიწიდან ზეცაში ავიდეს? ამიტომ სიტყვიერი ლოცვა და ყველაფერი რაც მას უკავშირდება - დრო და ადგილი, ერთი და იგივეს გამეორება, სხვადასხვა გარეგნული ნიშნები, თვით სულის მდგომარეობა და სხვა, - ეს ყველაფერი მომზადება, გადასხვლაა ასე ვთქვათ შინაგანი ლოცვის წმიდა ვარჯიშში.