ყველა ჩვენგანს სჭირდება უაღრესი ყურადღება, რომ მტრისაგან არ მივიღოთ მზაკვრული სატელეფონო ზარები (უწმიდური ზრახვები) და ამით არ შევბილწოთ ტაძარი სულისა წმიდისა (იხ. 1 კორ. 6, 19), არ განგვეშოროს ღვთაებრივი მადლი და არ შთავვარდეთ ბნელსა შინა.
ლოცვის შემდეგ ყურადღებას ნუ მოადუნებ და ნახავ გარშემორტყმულ ეშმაკთა სიმრავლეს, რათა ჩვენს გულში ბილწი აზრები დათესონ და შური იძიონ, იმის გამო ლოცვისას რომ გავუმკლავდით და ვძლიეთ მათ. მცველად დადექი და ნახავ მათ, ვინც გამუდმებით გამზადებულნი არიან, რომ სულიერი ღვაწლის ნაყოფი მოგვტაცონ.