ავტორი:
წმ. მოსე ოპტინელი
თემა: ჭეშმარიტი ქრისტიანობა, სულიერი მოძღვარი
7. როგორია სახე საკუთარი მოძღვრისადმი მორჩილი, ჭეშმარიტი სულიერი შვილისა?
მართალ ცხვარს არა აქვს რქები, იგი არ ეწინააღმდეგება საკუთარ მწყემსს, არ დრტვინავს, არ ხტუნავს და არ იკბინება. მწყემსს არ უბრაზდება, თუმცა ისჯება კიდეც მისგან, სიტყვას არ უბრუნებს, არ ჩხუბობს და არავის ეუბნება აუგს. ყველაფერში ეთანხმება, მის თვალწინ კეთილსაიმედოდ დადის და საზღვრებს არ სცილდება, უცხო ხმებს ყურს არ უგდებს და არც უცხოებში დაიარება. თავის მწყემსს ისე უსმენს, რომ არავითარი წინასწარი განსჯა არა აქვს. თუმცა, მწირ, ჭაობიან ადგილზე აძოვებენ, არ ილანძღება და არ ჩივის მასზე