ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ერესი, სულიერი მოძღვარი
534. თუ აღმოჩნდა, რომ ვიღაცის აბბა ერესითაა დასნეულებული, უნდა მიატოვოს თუ არა ძმამ ის?
თუ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ის ერესითაა დასნეულებული, მაშინ უნდა მიატოვოს. ხოლო, თუ მხოლოდ ეჭვი აქვთ მასზე, არ უნდა მიატოვოს, და არც უნდა გამოიძიოს ეს. რამეთუ ადამიანმა მხოლოდ ის იცის, რასაც ხედავს, ღმერთმა კი დაფარული უწყის.
535. თუ აბბას რწმენის თაობაზე სწორი აზრი აქვს, მაგრამ იმ ადგილას შესაძლებელია ერესის აღმოცენება და არის საშიშროება, რომ მართალი რწმენის უარყოფა აიძულონ, აბბას კი არ სურს იქიდან გადასახლება, ხოლო ძმას, რომელიც აცნობიერებს თავის უძლურებას, სხვაგან წასვლა უნდა. სწორად მოიქცევა, რომ წავიდეს?
ერესის წარმოშობამდე, ანუ სანამ რთულ მდგომარეობაში ამოვჩნდებით, მანამ არავინ არ უნდა წავიდეს, რომ მასზე წერილის სიტყვა არ აღსრულდეს: „ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ არ მისდევს“ (იგავ. 28, 1). ხოლო, როდესაც ერესი თავს წამოყოფს, მაშინ მან ეს ნაბიჯი, ღვთის შიშით და სულიერ მამათა რჩევით გადადგას.
536. როგორ მოიქცეს ის, თუ იმ ადგილზე არ არიან ისეთი მამები, რომელთაც ამ საქმის განსჯას მიანდობდა? წავიდეს თუ არა სხვაგან ერესის საშიშროების გამო და იქ კითხოს მას, ვისაც ამის განსჯა შეუძლია?
კი, ასე უნდა მოიქცეს, და აღასრულოს ის, რასაც ბერები ეტყვიან.