image

თემა: ერესი,  მეგობრობა,  რჩევის მიცემა

740. ერთი ჩემი მეგობარი ერეტიკოსი აღმოჩნდა. ვურჩიო მას, სწორად იაზროვნოს, თუ არა?
ურჩიე, რომ მართალი სარწმუნოება შეიცნოს, მაგრამ არ ეპაექრო და არ მოისურვო იმის გაგება, თვითონ როგორ აზროვნებს, რათა თავად არ დასნეულდე მისი შხამით; ხოლო, თუკი ის სარგებლის მიღებას და ღვთის ჭეშმარიტი სარწმუნოების მოსმენას მოისურვებს, მიიყვანე იმ წმინდა მამებთან, რომლებიც მას ქრისტეს მიერ სარგებელს მიანიჭებენ, და ასეთნაირად, პირადი ზიანის გარეშე, ღვთის გულისათვის, დაეხმარები მას. მაგრამ, თუ ის არც პირველი და არც მეორე დარიგების შემდეგ არ გამოსწორდა, მაშინ ასეთ ადამიანს, მოციქულის სიტყვების თანახმად, განეშორე (ტიტ. 3, 10). რამეთუ ღმერთს, როგორც მამები ამბობენ, არ უნდა, რომ ადამიანმა საქმეში თავის შესაძლებლობებს გადააჭარბოს. „თუ ხედავ, - ამბობენ ისინი, - რომ მდინარეში ვიღაც იხრჩობა, ხელი არ გაუწოდო, რათა შენც არ გადაგიყოლოს და მასთან ერთად არ დაიხრჩო, არამედ ჯოხი გაუწოდე და თუ შეძლებ მის გამოყვანას - კარგია, ხოლო თუ ვერა, ჯოხს ხელი გაუშვი და შენ გადარჩები“.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები