ავტორი:
წმ. თეოდორე სტუდიელი
თემა: ერესი
960. არის თუ არა რაიმე ურთიერთკავშირი სხვადასხვა წვალებას შორის?
საერთოდ წვალებანი მსგავსნი არიან ეშმაკის მიერ დაწნული ჯაჭვისა. ისინი ერთმანეთზე არიან შეჭიდებულნი და ყველანი ერთ სათავეზე არიან დამოკიდებულნი – უსჯულოებასა და უღმრთოებაზე, თუმცა კი განსხვავდებიან: სახელდებით, დროით, ადგილით, რაოდენობით, ძალითა და მოქმედებით. ასევე, ერთი და იგივე სხეული შედგება არა ერთი, არამედ მრავალი ნაწილისაგან და განსხვავებულია მათი ერთმანეთზე გავლენა, ძალა, თვისებები, დამოკიდებულებები და მნიშვნელობა.