ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: სარწმუნოება, ერესი, ქრისტიანობა
გადარჩებიან მწვალებლები, კათოლიკეები, ლუთერანები, პროტესტანტები?
მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესია მწვალებლობას მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს. იგი აღიარებს რომ მწვალებლობის საშინელი სენით დაავადებული ადამიანი სულით მკვდარია, ღვთიურ მადლსა და ხსნის შანსს მოკლებულია, რადგან იგი ეშმაკთან ერთობაშია. ქრისტიანობის არასაკმარისი ცოდნისას ადამიანმა შეიძლება მიიღოს და შეითვისოს ეს არასწორი ღვთისმგმობი აზრი ჭეშმარიტებად და მასთან ერთად შეითვისოს მარადიული დაღუპვა. ამიტომაც დღეს, როგორც არასდროს, საჭირო გახდა ქრისტიანობის შესწავლა.