ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)
თემა: სარწმუნოება, ქურდობა
როგორ მოვიქცე, თუ დავინახე, რომ ყაჩაღები ეკლესიიდან ხატს იპარავენ და არ შემიძლია წინააღდმეგობის გაწევა, რადგან ჩემზე ძლიერები არიან და ვიცი მომკლავენ.
როცა იპარავენ, მოპარვის ცოდვაში ვარდებიან და თუ სიწმინდეს იპარავენ, უფრო დიდი ცოდვაა, მაგრამ მაინც მოპარვის ცოდვა ედება და არა მკვლელობის. შენ ამ შემთხვევაში ილოცე: თქვი "მამაო ჩვენო" თუ მათუ შეჩერება არ შეგიძლია, მოპარვის ცოდვას მკვლელობის ცოდვას ნუ დაამატებინებ, მოყვასზეც იფიქრე.
იმ შემთხვევაში რა ვქნა, თუ სარწმუნოების გულისთვის მკლავენ, მაშინაც მოყვასზე ვიფიქრო?
როცა სარწმუნოებას არ ეხება და ისე გკლავენ, სული ხომ არ იღუპება, ხოლო თუ სარწმუნოების დაცვაა საჭირო და არ დაიცავ, სული დაიღუპება.
თუ წინამძღვარმა გაკურთხა სიწმინდეების დაცვა, როგორ მოვიქცე?
მაშინ უნდა ჩაერიო, წინააღმდეგობა გაუწიო ქურდს, თუ მოგკლეს სარწმუნოების დაცვის გამო, განუკითხავად შედიხარ სასუფეველში.