ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: სარწმუნოება
840. როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, როდესაც კითხვები დაებადება სარწმუნოებრივ საკითხებზე?
როდესაც იბადება კითხვა, მის გადაწყვეტას ქრისტიანი საკუთარ თავსა და გონებაში კი არ უნდა ეძებდეს, არამედ – ყველასათვის საერთო აღმსარებლობაში. იმას როდი ვამბობ, თითქოს იგი მას შეიძლება სხვაზე ადრე დაებადოს; მაგრამ საქმე ისაა, რომ ქრისტიანი ამ მოსაზრებებს არავითარ მნიშვნელობას არ მიანიჭებს, ვიდრე საერთო მოძღვრებით არ შეამოწმებს. თუკი მისი აზრები ამ მოძღვრებას ეთანხმებიან, დაიტოვებს მათ, და თუ არ ეთანხმებიან – განაგდებს. ამაშია მისი სიმშვიდე; იგი დგას ამ საერთო მოძღვრებაზე, როგორც მტკიცე კლდეზე, რადგან მისი მეშვეობით ადის ღმერთთან, ჭეშმარიტების წყაროსთან.