ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: სექტანტობა, სარწმუნოება, რწმენა, წმინდანები
როგორ ვაჩვენოთ სექტანტებს, რომ მათი რწმენა მაცხოვნებელი არ არის?
ჰკითხეთ სექტანტებს: სად არიან მათი წმიდანები, სასწაულთმოქმედნი? მათ არ ჰყავთ ისინი და არც შეიძლება ჰყავდეთ: სექტანტები არ ცნობენ მათ და ამით ამტკიცებენ, რომ მათი რწმენა წმინდა არ არის. თუ არ წარმოაჩენს წმიდანებს, არ გაწმენდს ადამიანებს, არ ახდენს სასწაულებს, არ ჰყავს თავისი სასწაულთმოქმედნი, ასეთი რწმენა მაცხოვნებელი არ არის. ასეთი რწმენა ქრისტესი არ არის, იმიტომ რომ ქრისტეს ჯვარზე არ არის დაფუძნებული. ყველა სექტა გაჩნდა ქრისტეს ეკლესიისადმი წინააღმდეგობის გამო, გონების სიამაყით. შედეგად შემცდარი ადამიანები წარმოიდგენენ ხოლმე, რომ ქრისტეს სახარება მათ უფრო სწორად ესმით, ვიდრე თავად ქრისტეს ეკლესიას.