ავტორი:
წმ. ირინეოს ლიონელი
თემა: სექტანტობა
890. როგორი ურთიერთობა შეიძლება ვიქონით ჭეშმარიტების მტრებთან?
არიან ადამიანები, რომელთაც პოლიკარპე სმირნელისაგან მოუსმენიათ: ერთხელ იოანე, უფლის მოწაფე, აბანოში მივიდა ეფესოში. როდესაც იქ კერინთოსი დაინახა, დაუბანელი გამოიქცა და თქვა: გავიქცეთ, ვაითუ, დაიქცეს აბანო, რადგან იქ ჭეშმარიტების მტერი, კერინთოსი, იმყოფება. თვითონ პილიკარპემ მარკიონთან შეხვედრიას კითხვაზე: „მიცნობ მე?“ უპასუხა: „გიცნობ, როგორც სატანის პირმშოს“. ასეთ სიფრთხილეს იჩენდნენ მოციქულები და მათი მოწაფეები, სიტყვითაც არ ჰქონდათ ურთიერთობა ჭეშმარიტების მტრებთან, როგორც პავლემაც ბრძანა: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დასჯილ“ (ტიტ. 3,10–11).