ავტორი:
წმ. გრიგოლ სინელი
თემა: კეთილი საქმეები, რწმენა
504. რა არის სიკეთის დასაბამი და რა არის დასაბამი ყოველი ქველის საქმისა?
დასაბამი წყარო ყოველთა ქველის საქმეთა და სათნოებათა არის ადამიანის კეთილნებელობა, ანუ მის მიერ სიკეთის მოსურვება. სიკეთის დასაბამი კი – რწმენაა, უფრორე – ქრისტე, თავკიდური ლოდი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, რომლის სახელის მოწოდებითაც ჩვენ ყოველ კეთილ საქმეს ვიწყებთ.