image

თემა: რწმენა

381. თუ წმინდანებს ჩემი სულიერი ვნების ან სხეულის ავადმყოფობისთვის ლოცვას ვთხოვ და მრწამს, რომ მაშინვე განვიკურნები: ეს იმ შემთხვევაშიც შესრულდება, თუ ჩემთვის სასარგებლო არაა სწრაფი განკურნება?
განკურნებისთვის გაძლიერებული ლოცვა კარგი არაა, რამეთუ არ იცი, რა არის შენთვის სასარგებლო; ეს იმას მიანდე ვინც თქვა: იცის მამამან თქუენმან, რაი-იგი გიხმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან (მათე 6,8). ღმერთს კი ასე შეევედრე და თქვი: "მეუფეო! მე შენს ხელთა ვარ, შემიწყალე შენი ნებისამებრ, და, თუ ჩემთვის სასარგებლოა, არ დააყოვნო ჩემი განკურნება". და წმინდანებსაც სთხოვე ამის თაობაზე ილოცონ და უეჭველად გრწამდეს, რომ ღმერთი იმას შეგისრულებს, რაც შენთვის სასარგებლოა; ყველაფერში მოემადლიერე მას, გახსოვდეს წერილის სიტყვები: ყოველსა შინა ჰმადლობდით (1თეს. 5,18) და მიიღებ სულიერ და ხორციელ სარგებელს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები