image

თემა: კეთილგონიერება,  რწმენა

380. ჩემო მამაო! გთხოვ, ამიხსენი შემდეგი საკითხი: დავუშვათ მამებს ვკითხავ: კარგ ნაყოფს გამოიღებს თუ არა ჩემი ყანა, და დამაზიანებს თუ არა მტერი; და თუ მიპასუხებენ, საქმე ნაყოფიერი იქნება და მტერი ვერაფერს დაგაკლებსო, ხოლო სინამდვილეში ვერც საქმე გამოიღებს ნაყოფს და ვხედავ, რომ მტერიც მაზიანებს, მაშინ როგორ ვირწმუნო? ან თუ მომხდარ საპირისპირო გარემოებათა გამო ვხედავ, რომ რწმენაში ვუძლურდები, მაშინ როგორ გავძლიერდე აზრებში? ახლაც გამოიჩინე წყალობა, ჩემო მამაო, დამაყენე სწორ გზაზე და ილოცე ჩემი უძლურებისათვის.
წმინდანთა სიტყვები სარწმუნოა და ღვთისნიერადაა ნათქვამი, ამიტომ ისინი ფუჭად არ უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ ჩვენ იმიტომ ვერ ვიაზრებთ მათ, რომ ხორციელზე და ნივთიერზე ვართ მიჯაჭვულნი; წმინდანები კი ისევე ზრუნავენ ადამიანთა სულების ცხონებისთვის, როგორც ღმერთი. იმას რასაც წმინდანები გვეუბნებიან, პირველ რიგში შინაგან ადამიანს მივუსადაგოთ, და დავინახავთ, რომ ადამიანებმა მწუხარება თუ შეგვამთხვიეს, ან მატერიალურად თუ ვიზარალეთ ეს ჩვენს სარგებელს ემსახურება, რაშიც მჟღავნდება კიდეც წინასწარმწტყველების არსი, რომლითაც აღგვითქვეს, რომ შემოსავალ კარგი იქნებოდა; რამეთუ დანაკარგის მეშვეობით სულიერ სარგებელს ვიძენთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგ შემოსავალს ვიღებთ. ასე უნდა ვიფიქროთ მაშინ, როცა მტერი გვაზიანებს, რამეთუ მისი მტრობა ჩვენი სულიერი სარგებლის მიზეზი ხდება, ცხადია თუ მას მადლიერებით დავითმენთ და გაგვახსენდება ის, ვინც თქვა: ყოველსა შინა ჰმადლობდით (1თეს. 5,18), გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა (მათე 5,44), ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ (მათე 5,11) და სხვა. თუ მართლები ვიქნებით, მაშინ ასეთი განსაცდელი ჩვენს წარმატებას მოემსახურება, და თუ ცოდვილები, მაშინ ის ჩვენ ცოდვების მიტოვებასა და გამოსწორებაში, გამოცდილებასა და მოთმინების შესწავლაში დაგვეხმარება. თუ ისე მოხდა, რომ კარგი შედეგი ხორციელ, ან შემოსავლის, ან მტრებთან მშვიდობიან ურთიერთობის საკითხშიც მივიღეთ, მაშინ ეს ისევ შინაგან ადამიანს უნდა მივუსადაგოთ და სარგებელი მართალთა ლოცვებს მივაწეროთ. თუ ასე მოვიქცევით, სიკეთისმოძულე ჩვენს რწმენას ვერ დააზიანებს, რამეთუ ერთიც და მეორეც (აღთქმულის მიღება თუ არ მიღება) შინაგანი ადამიანის სარგებელს ემსახურება. ვინც მშვიდობიანად იცხოვრებს, ის წმინდანთა წინასწარმეტყველების აღსრულებას იხილავს, ანუ იმას, რაც მისი სარგებლისთვის იყო ნაუწყები. დაე უფალმა გონიერება მოგმადლოს და გული გაგინათოს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები