image

თემა: აზრები,  ქედმაღლობა

378. როდესაც ფაქიზი აზრების შესახებ გეკითხები, ასე მგონია საფუძვლიანად ვიკვლევ მათ და აზრებში ვქედმაღლობ.
თუ გინდა ქედმაღლობას თავი დააღწიო, როდესაც რომელიმე მამას ფაქიზი აზრების შესახებ ეკითხები, გახსოვდეს, უპირველეს ყოვლისა ადამიანს იმ უხეში აზრების გამოსწორება მოეთხოვება, რომლებიც მოციქულმა აკრძალა: ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ხდომითა და შურითა (რომ.13,13) და მათ მსგავსთა,ხოლო ამის შემდეგ ფაქიზნიც არ უნდა უგულებელყო. ვინც უხეში აზრებისადმი უდიერია და ფაქიზებზე ზრუნავს, ის იმ ადამიანს ჰგავს, ვისი სახლიც დაბინძურებულია და სხვადასხვა ნაყარნუყარითაა სავსე, და მათ შორის მცირედი ნაგავიცაა. და განიზრახა რა მისი დასუფთავება, სახლიდან პირველად წვრილმანი ნაგავის გამოტანა დაიწყო, ხოლო ის ქვები და ნივთები მიატოვა, რომლებზეც ცხვირპირს იმტვრევს. თუ ის მხოლოდ წვრილმან ნაგავს გამოიტანს, ამით სახლი ვერ მიიღებს სუფთა იერს; ხოლო თუ ქვებს და დანარჩენ ნაგავს მოაშორებს, მაშინ მცირეოდენ ჭუჭყსაც აღარსად დატოვებს, რამეთუ ისიც უწესრიგობას წარმოქმნის. ამიტომაც საყვედურობდა, მაცხოვარი ფარისევლებს და სადუკევლებს, და ეუბნებოდა: ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოისასა და ძირაკისასა, და დაგიტევებიეს უმძიმესი სჯულისაი: სამართალი და წყალობაი და სარწმუნოებაი. ესე ჯერ იყო საქმედ და იგი-არა დატევებად.(მათე 23,23).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები