ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: ამპარტავნება, ქედმაღლობა
365. რა უნდა ვიღონოთ მანამ, ვიდრე ამპარტავნება ვნებად გვექცეოდეს?
დაიმდაბლე შენი ამპარტავნული გულისთქმა, სანამ ამპარტავნება ვნებად გადაგექცეოდეს და დაგიმორჩილებდეს; ქვე დაამხე შენი ქედმაღლობა და ზესთამჩენობა – მაღალი შეხედულება საკუთარ თავზე, სანამ ბილწი ავხორცობა დაგეუფლებოდეს და შეგმუსრავდეს.