ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ამპარტავნება
339. როგორ მოვიქცე, როდესაც გულს მომიხდება ამპარტავნებისა და განდიდების აზრები?
როცა გეწვევა ამპარტავნებისა და განდიდების აზრები, დაუკვირდი შენს სინდისს, ღვთის ყველა მცნებას იცავ? გიყვარს მტერი შენი? გიხარია, როცა შენი ძმა აღზევდება და სახელს იხვეჭს? მიგაჩნია თავი ცოდვილად ცოდვილთა შორის? თუ პირიქით, ისეთი განწყობა გაქვს, რომ გინდა ყველას ასწავლო და გამოასწორო? იცოდე, ეს სულიერი განწყობა შენს ყველა სიკეთეს სპობს.