image

თემა: რწმენა,  ათეიზმი ურწმუნოება,  ფსალმუნები

424. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: "და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან" (ფსალმ. 32, 4)?
რას ნიშნავს ნათქვამი? მისი საქმეა ცა, საქმეა დედამიწა, საქმეა ზღვა, ჰაერი, ყველა უსულო და სულიერი, გონიერი და არა გონიერი. ესენი ყოველნი როგორღა არიან სარწმუნოებით? როგორი რწმენა აქვთ უსულოებს? როგორია რწმენა გონების არმქონეთა? როგორია რწმენა ქვისა? როგორია რწმენა ძაღლისა? არც უსულო და არც არგონიერი რწმენით არაა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს გამონათქვამი არაფერს გამორიცხავს, პირიქით, ყოველივეს მოიცავს, როცა გვამცნობს: „ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან“. ამიტომაც, რას ნიშნავს ნათქვამი? ფსალმუნი ამბობს: უკეთუ ხედავ ზეცას და წესრიგს მისას, ეს უნდა იყოს შენთვის მეგზური რწმენისა, რადგანაც ჩვენ არა ხორციელი თვალებით შემეცნების შედეგად ვირწმუნეთ ღმერთი, არამედ ძალით გონებისა – ხილულის მეშვეობით განვჭვრიტეთ უხილავი. ამიტომაც არიან „ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით“, ქვაც რომ შეისწავლო, შემოქმედის ძალას რამდენადმე ისიც გაჩვენებს. იმავეს აღმოაჩენ, თუკი ჭიანჭველას, კოღოს ან კიდევ ფუტკარს გამოიკვლევ. ხშირად უმცირეს საგნებშიც კი ჩანს სიბრძნე დამბადებელისა. რადგანაც, ვინც ზეცა გადაჭიმა და ზღვათა უსაზღვრო სივრცენი აღავსო, ეს არის ის, ვინც ფუტკრის უწვრილეს ნესტარს, ვითარცა სალამურს, შიგნით გასასვლელი დაუტოვა, რათა იქედან შხამი გადმოღვრილიყო. ამიტომაც არიან „ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით“. დაე, შენ ურწმუნოებამდე ნურაფერი მიგიყვანს. ნუ იტყვი: ეს შემთხვევით მოხდა, ეს კიდევ თავისთავადო, რადგანაც იმაში, რაც არსებობს, არაფერია ქაოსური, განუსაზღვრელი, ამაო და შემთხვევითი. ნუ იტყვი სიტყვებს: "ბოროტი შემთხვევა", ან კიდევ "არა კეთილი ჟამი". ეს უბირთა სიტყვებია.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები