image

თემა: ფსალმუნები

მთავრობისმოყვარება ისაა, როცა კაცი სხვა ადამიანებზე უფლებისა და მბრძანებლობის მოპოვებას ეძებს.
სულიწმიდამ იცოდა, რომ ძნელია კაცთა მოდგმის წაყვანა სათნოებისაკენ და რომ ჩვენ სწორი ცხოვრება არ გვიზიდავს ტკბობისაკენ მიდრეკილების გამო. და როგორ მოიქცა? მოძღვრებას მელოდიის სიტკბოება შეუერთა, რათა იმასთან ერთად, რაც სმენას ნაზად ეალერსება და ატკბობს, შეუმჩნევლად მიგვეღო სიტყვათაგან სასარგებლონიც. ასე იქცევიან ბრძენი ექიმები, რომელნიც მწარე წამალს იმათ, ვისაც მისი დალევა ეზარებათ, თაფლწასმული თასით აძლევენ. მწყობრად მელოდიური ფსალმუნები ჩვენთვის შეითხზა, რათა ასაკითაც ყრმებსა, ან საერთოდ ხასიათითაც ჩვილებსაც ეფიქრათ, რომ მხოლოდ მღერიან, სინამდვილეში კი სულიერად განსწავლულიყვნენ. თუკი ვინმე, რისხვისაგან გამხეცებული, სმენას ფსალმუნით დაატკბობს, მსწრაფლ მოახერხებს სულის მოთვინიერებას მელოდიით.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები