image

თემა: ფსალმუნები

213. რას ნიშნავს ფსალმუნის სიტყვები: „აუვარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას“ (ფსალმ. 32, 2)?
პირველად ბობღნით ანუ სხეულის მწყობრი მოქმედებით უნდა ვაღიაროთ უფალი, იმდენად, რამდენადაც სხეულით შევცოდეთ, რაჟამს „წარვუდგინეთ ასონი ჩვენნი მონებად“ ცოდვასა და უშჯულოებას (რომ. 6, 19). ამრიგად, სხეულით ვაღიაროთ და იგივე გამოვიყენოთ გასანადგურებლად ცოდვისა, რითაც შევცოდეთ. სძრახავდი? – აკურთხე! მევახშეობდი? – გაეცი! თვრებოდი? – იმარხულე! ქედმაღლობდი? – თავი დაიმდაბლე! გშურდა? ანუგეშე! მოკალი? ტანჯვა დაითმინე! ან რაც ტანჯვის თანაბარია, აღსარებისას სხეული შენი დააძაბუნე; და მაშინ შენც გახდები ღირსი უგალობო უფალს ათძალითა საფსალმუნისათა. ჯერ სხეულებრივი მოქმედებანი უნდა წარმართო სწორად, რათა ისინი უფლის სიტყვის შესაბამისად აღასრულო, ხოლო შემდეგ გონის ჭვრეტამდე ამაღლდე.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები