ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ფსალმუნები, ცოდნა
399. საერთოდ ყველაფერს ნელა ვსწავლობ, მაგრამ რატომღაც ფსალმუნები სწრაფად შევისწავლე. ღვთისგანაა ეს თუ დემონისგან?
რამდენადაც ღმერთი გეხმარება, იმდენად სიმდაბლით ისწავლე. ღვთის სიტყვის ადვილად სწავლა ეშმაკის ხელშეწყობით არ ხდება, რამეთუ ეს ღვთის თესლია; მაგრამ როდესაც ვინმე ღმერთს არ უსმენს, მაშინ მტერი თავის ღვარძლსაც თესავს. და თუ გინდა გონება დაიმდაბლო, შემდეგი მაგალითი უთხარი მას: ის ვინც მეუფისაგან სახარებისეული მონების მსგავსად ვერცხლს მიიღებს და არ შესძენს და არ გაამრავლებს მას, რა მოელის მას? და გონება გიპასუხებს, რომ ის იმას დაიმსახურებს, რაც იმ მონამ, რომელმაც თავის მეუფის ვერცხლი დამალა (მათე 25, 18). შენ კი უთხარი მას: იცოდე, ნუ ქედმაღლობ და ჰაერს უნაყოფო სიტყვებით ნუ ავსებ, თორემ ისინი მხოლოდ ჩემს განკითხვას მოემსახურებიან.