image

თემა: ფსალმუნები,  გლოვა ცოდვებისათვის

805. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან“ (ფსალმ. 29,5)?
გაიხსენე დრო, როცა უფალი ეწამა და ამ სიტყვების მნიშვნელობასაც აღმოაჩენ. საღამოს, როცა იგი ჯვარზე გაკრული დაინახეს, უფლის მოწაფეთა შორის ტირილმა დაისადგურა, ხოლო ცისკარზე – სიხარულმა, როცა აღდგომის შემდეგ ერთმანეთისაკენ გარბოდნენ, რათა ერთმანეთისთვის ეხარებინათ, რომ უფალი იხილეს. ისიც შესაძლებელია, რომ საღამო საერთოდ ამ საუკუნეს ეწოდებოდეს, რომელშიც ის, ვინც ნეტარად ტირის, ცისკრის დადგომასთან ერთად ნუგეშინისცემულ იქნება. „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის–ცემულ იქმნენ“ (მათ. 5.4). „ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით“ (ლუკ. 6.21). ამიტომ, ვინც უკვე აღსასრულისკენაა მიდრეკილი და დღეებს ამ საუკუნისა საკუთარ შეცოდებათა დატირებაში ატარებს, იგი ამ ჭეშმარიტი ცისკრის დადგომისას გაიხარებს, რადგანაც, რომელნიც ახლა „თესვიდენ ცრემლით“, „სიხარულით მოიმკიან“ (ფსალმ. 25,5), ოღონდ ცხადია მომდევნო საუკუნეში.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები