ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: გრძნობები, ათეიზმი ურწმუნოება
618. რას ნიშნავს უფალმა სამარიტელ ქალს რომ უთხრა: „ხუთ ქმარ გესხნეს და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი“? (იოანე 4, 18).
618. რას ნიშნავს უფალმა სამარიტელ ქალს რომ უთხრა: „ხუთ ქმარ გესხნეს და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი“? (იოანე 4, 18)
ეს სიტყვები ნათელია. ძველი სჯულით, ქალებს, რომლებიც ქმრების გარდაცვალების შემდეგ უშვილონი რჩებოდნენ, ხუთჯერ კიდევ შეეძლოთ სხვაზე გათხოვება. მეხუთეს შემდეგ კი, მიუხედავად იმისა შობდა ქალი თუ არა, ის აღარ უნდა დაქორწინებულიყო. და, თუ რომელიმე მათგანი, ხუთი ქმრის შემდეგ, მეექვსესთან კანონგარეშე იცხოვრებდა, მაშინ ეს უკანასკნელი უკვე მის საყვარლად ითვლებოდა, და არა მეუღლედ. სწორედ ეს შეემთხვა ამ ქალს. თუ ვინმეს ნათქვამის საიდუმლო მნიშვნელობის ახსნა სურს, მაშინ მან ხუთ კანონიერ მეუღლეში ბუნებრივი გრძნობები: მხედველობა და ყნოსვა, სმენა, გემოვნება და შეხება იგულისხმობს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ყველაფერს ვიმეცნებთ, რაც კი შეგვხვდება; ხოლო მეექვსეში, უკანონოში, ურწმუნოება დაინახოს, რომელიც უმეცრებით და არა ბუნებით, იმ ქალს დაეუფლებოდა. ქრსიტემაც უთხრა მას: „ეს ჭეშმარიტი სთქუ: ხუთ ქმარ გესხნეს“, თითქოსდა ეუბნებოდა: შენ, შენი ხუთი გრძნობა, ქმრობას გიწევდა, რომელთაც ემორჩილებოდი და ისე გიტაცებდნენ, როგორც სურდათ, ანუ საკმარისად იკმაყოფილებდი შენს სურვილებს, რომლებიც ადამიანში ხუთი გრძნობის კარით შემოდიან, მაგრამ რადგან ხანდაზმულობის გამო მოკვდა შენი სხეული, ამიტომ შენ უკვე უარყავი ისინი. და აწ, რომელი გივის, ანუ ურწმუნოება, არა არს ქმარი შენი, ვინაიდან ის შენ ბუნებრივად კი არ გფლობს, არამედ უცნაურად და უცხო სახით.