image

თემა: გრძნობები

წმიდაო მამაო,მგრძნობიარობა - ეს სულიერი უძლურება, ავადმყოფობაა?
არა, ღვთისმოსაობა და მგრძნობიარობა, სიფაქიზე - ესენი ბუნებრივი ნიჭებია, თუმცა, საუბედუროდ ეშმაკი ზოგჯერ ახერხებს, რომ ისინი საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენოს. ის ხშირად ჩააგონებს მგრძნობიარე და ფაქიზ ადამიანს, რომ მან ყველაფერი მუქ ფერებში წარმოიდგინოს, რომ მას ძალა არ ეყოს რაიმე განსაცდელის გადასატანად. ანდა მისი ნაწილობრივი გადატანის შემდეგ გადაიქანცოს, იმედი გაუცრუვდეს, გაწამდეს და ბოლოდდაბოლოს დასახიჩრდეს. თუკი შეძლებთ, რომ თანდაყოლილი მგრძნობიარობა სწორად წარმართოთ, მაშინ ის ზეცისკენ წაგიძღვებათ. თუ ნებას მისცემთ ეშმაკს, რომ თქვენი ეს თვისება თავისი სურვილისამებრ წარმართოს, მაშინ ის თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდება. თუ ადამიანი საკუთარ ნიჭებს თავის თავს არ მოახმარს, მაშინ მათ ეშმაკი მოიხმარს. ამგვარად ფლანგავს კაცი ღვთისგან მომადლებულ ნიჭებს. იმის მაგიერ, რომ ღმერთს მადლობდეს, ყველაფერი უკუღმა ესმის. თუ მგრძნობიარე ადამიანი საკუთარ აზრებს უჯერებს, ამან შესაძლოა, ის ფსიქიატრიულ საავადმყოფომდე მიიყვანოს. ცხადია, არც გულგრილი ადამიანი იმსახურებს ქებას - თავისი გამუდმებული მისამღერით "ცხოვრებისეულ წვრილმანებზე", მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ის ფსიქიატრიულში მაინც არ მოხვდება. სწორედ ამიტომაა, რომ ეშმაკი მგრძნობიარე ადამიანებზე ნადირობს.
    
    ზოგიერთი თავს იტანჯავს აზრით, რომ მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად. ჩანს ეშმაკი ჩააგონებს ამგვარ იდეებს და ცდილობს, დაარწმუნოს, რომ ეს სწორედ ასეა. მტერი შიშს უვლენს ასეთ ადამიანებს, ცდილობს, თავბრუ დაახვიოს და სერიოზული მიზეზის გარეშე მწყობრიდან გამოიყვანოს. რომც იყოს ვინმე მძიმე მემკვიდრეობით, ღვთის მადლის წინაშე ხომ ყოველივე არარაობად იქცევა. გახსოვთ წმ. კვიპრიანე? - ყოფილი ჯადოქარი, რომელიც ეკლესიის იერარქი და ქრისტეს მოწამე გახდა?! და, ღირსი მოსე შავი>! თავდაპირველად იგი ავაზაკი იყო, ხოლო მონაზვნურ ცხოვრებაში ბევრ უდიდეს მამას გარდაამეტა. რაოდენ მარალ სულიერ მდგომარეობას მისწვდა იგი! როდესაც ის წმ. მაკარიმ მოინახულა, ღირსმა მოსემ ჰკითხა მას: "როგორ მოვიქცე? ხალხი მაწუხებს და უშფოთველობის შენარჩუნებას ვერ ვახერხებ". - "მოსე, - მიუგო მას ამბა მაკარიმ - შენ ძალიან მგრძნობიარე ხარ. წადი არაბეთის უდაბნოში, იმიტომ, რომ ხალხის თავიდან მოშორებას აქ ვერ შეძლებ". წმ. მოსემ - ამ ყოფილმა ავაზაკმა - სუიერი სიფაქიზით გარდაამეტა თვით წმ. არსენი დიდს, რომელიც ცნობილ ოჯახში აღიზარდა და განათლებული და კულტურული ადამიანი იყო. ხედავ რა შეუძლია ღვთის მადლს?! მაგრამ ღირს მოსეზე ისიც უნდა ითქვას, რომ მას უდიდესი სიმდაბლე ჰქონდა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
14 ოქტომბერს არის ხსენება: