172. ვაი შინაგანს გარეგანთაგან, რადგან ძლიერ დამწუხრდება შინაგანი ადამიანი გარეგან გრძნობათაგან, მაგრამ იგი, შეჭირვებული, მათრახს აიღებს გარეგან გრძნობათა წინააღმდეგ. ვინც საქმედ აქცევს, რაც წერილშია, შეცნობილი აქვს უკვე, რაც ჭვრეტაშია.
საკითხი გონებისა და გრძნობების ურთიერთმიმართებისა ფრიად აქტუალურია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისათვის, რადგან ჩვენ ბუნებით ზედმეტად მგრძნობიარენი ვართ. სამწუხაროდ გონებამ და გრძნობებმა ადგილები გაცვალეს, ამიტომ ხშირად ჩვენში თავდაუჭერელი და აულაგმავი გრძნობები გონებაზე ბატონობენ და იმონებენ მას.