1
2
3
image
image
Loading..
image

თემა: აღსარება,  სინანული

სინანული და აღსარება დღეს ყველაზე აუცილებელი რამ არის. ისინი იმისთვისაა საჭირო, რომ ეშმაკმა დაკარგოს უფლებები, ადამიანებმა საკუთარი ნებით რომ მიანიჭეს მას. ასეა: ადამიანები უფლებას აძლევენ ეშმაკს, ამის შედეგად კი ის მთელ ქვეყნიერე... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ზრახვები

ზრახვა ააშკარავებს ჩვენს სულიერ მდგომარეობას. კეთილ ზრახვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ის სულიერად ცვლის კაცს და პირიქით: ბოროტი ზრახვა ადამიანს ტანჯავს. როდესაც იგი განდევნის ბოროტ ზრახვებს და მათ ნაცვლად კეთილ ზრახვებს უთმობს ადგ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სინანული,  სინდისი

ადამიანის მიწიერ ცხოვრებას ცოდვა ჯოჯოხეთის სატანჯველად აქცევს. მაგრამ სულიერმა ბრძოლამ ცხოვრება შესაძლოა სამოთხედაც გარდაქმნას. თუ ადამიანს "ცოდვის წყვდიადიდან გამოსვლა" სურს, ყურადღებით უნდა გამოიკვლიოს საკუთარი სინდისი, - ეს ღვთ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ეშმაკი

სატანური ძალები დედამიწაზე თავიანთი მორჩილი იარაღების - ჯადოქრების, ექსტრასენსების, "ნათელმხილველების" და სხვა მაცდუნებლების საშუალებით მოქმედებენ. ბნელი ძალები თავისთავად უძლურნი არიან. მაგრამ ისინი დამანგრეველ ძალას იძენენ, თუკი... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ცხოველები

ცხოველებს ინტუიცია აქვთ. ამიტომ, თუკი გიყვარს, თუ მათზე გული შეგტკივა, ისინი გრძნობენ ამას. სამოთხეში ცხოველები მადლის კეთილსურნელებას გრძნობდნენ და ემსახურებოდნენ ადამს. ცოდვით დაცემის შემდეგ კი ადამიანთან ერთად ბუნებასაც სული ეხ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: კეთილი ზრახვები,  ბოროტი ზრახვები

წმიდაო მამაო, ძველ აღთქმაში მაკაბელთა მეოთხე წიგნში ნათქვამია: "ვნებებს იგი (გონება) არ სპობს, არამედ მხოლოდ გასაქანს არ აძლევს მათ". რას ნიშნავს ეს?შეხედე: ვნებები ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენში. მაგრამ კეთილი, ღვთისმოსაური ზრახვა გვეხმარება, რომ არ დავემონოთ მათ. როდესაც ადამიანი გამუდმებით ამუშავებს კეთილ ზრახვებს, თავის ამ კეთილ მდგომარეობაში მტკიცდება და სიმყარეს იძენს. მასში ვნებები აღარ მოქმედებენ და თითქოს აღარც არსებობენ ისინი. ანუ, კეთილი ზრახვები ვერ აღმოფხვრიან ვნებებს, მაგრამ ებრძვიან და მის განრიდებას ახერხებენ. მაკაბელთა წიგნში აღწერილია წამება, რომლის დათმენაც შვიდმაწმიდა ყრმამ შეძლო. მათ დედას - წმიდა სოლომონიდასა და მათ მასწავლებელს - წმიდა ელიაზარს ღვთისმოსაური ზრახვები ჰქონდათ.

ერთი კეთილი ზრახვა თავისი ძალით მრავალსაათიან ღამისთევის ლოცვას უთანაბრდება! მას უდიდესი ძალა აქვს. დღეისათვის არსებობს ისეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც ლაზერული სხივებით ასაფრენ მოედანზევე ანადგურებენ მტრის რაკეტას და აფრენის საშუალებას არ აძლევენ. ასეა კეთილი ზრახვებიც: ისინი წინასწარ გრძნობენ ბოროტი ზრახვების აფრენის საშიშროებას - ეშმაკის "აეროდრომიდან", რომელზედაც მათი "ბაზებია განლაგებული" და მათ ჰაერში ასვლის საშუალებას არ აძლევენ. ამიტომ, რამდენად შეძლებთ, შეეცადეთ, ეშმაკს თქვენში ბოროტი ზრახვების დანერგვის დრო არ მისცეთ. შეეცადეთ, თვითონვე განსაზღვროთ და კეთილი ზრახვები ჩაინერგოთ, რათა გული საყვავილედ გექცეთ და თქვენს ლოცვას თქვენივე გულის კეთილსურნელება სდევდეს თან.

თუ ადამიანი რაიმესთან დაკავშირებით თუნდაც "მცირეოდენ მემარცხენე", ანუ ბოროტ ზრახვებს ფლობს, რა ხვაწლსაც არ უნდა აღასრულებდეს იგი, იქნება ეს მარხვა, მღვიძარება თუ რაიმე სხვა, ყველაფერი ამაოდ ჩაუვლის.

რას უშველის მას ასკეზი, თუ ბოროტ ზრახვებს კი არ ებრძვის, არამედ - იწყნარებს?! რატომ არ სურს მას, რომ ჯერ ცხიმის ბინძური ნალექისაგან გაწმიდოს ჭურჭელი, რასაც მხოლოდ საპნით თუ შეძლებს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაასხას მასში სუფთა ზეთი?! რატომ ურევს სუფთას ბინძურში და ამით სუფთასაც აბინძურებს?!

ერთი სუფთა, კეთილი ზრახვა უმეტეს ძალას ფლობს, ვიდრე - ნებისმიერი ასკეტიკური ღვაწლი. მაგალითად, ყმაწვილის წინაშე ეშმაკი უწმინდურ ბოროტ ზრახვებს აღძრავს. მათგან თავის დასახსნელად ყმაწვილი ღამისთევის ლოცვას აღასრულებს, მარხულობს, სამი დღის განმავლობაში საჭმლისა და წყლისაგან თავს იკავებს. მაგრამ ერთი სწორად ამუშავებული კეთილი ზრახვა მეტ ძალას ფლობს, ვიდრე - მთელი ეს მღვიძარება და მარხვა და მას გაცილებით ქვედითად ეხმარება.
როდესაც "წმინდა ზრახვებზე" საუბრობთ, ამ სიტყვაში მხოლოდ ასკეტიკურ აზრს დებთ, თუ უფრო ვრცელი მნიშვნელობით ხმარობთ მას?ვრცელსაც. როდესაც ყველაფერს კეთილი ზრახვით უცქერს, ადამიანი განიწმიდება და ღვთის მადლს იღებს. ხოლო "ბოროტი", მემარცხენე ზრახვებით კაცი განიკითხვას და უსამართლოდ აწყენინებს ხოლმე სხვებს, ღვთის მადლის მოვლინებას აბრკოლებს, რის შემდეგაც მოდის ეშმაკი და სტანჯავს მას.წმიდაო მამაო, ანუ - სხვათა განკითხვით ადამიანი ეშმაკს ნებას აძლევს, რომ ტანჯოს იგი?დიახ. ყველაფრის საფუძველი კეთილ ზრახვაშია. სწორედ ის აღამაღლებს ადამიანს და უკეთესობისაკენ ცვლის მას. იმ დონემდე მისვლაა საჭირო, საიდანაც ყველაფერი სუფთად ჩანს. ეს სწორედ ისაა, რის შესახებაც თქვა ქრისტემ: "ნუ სჯით თუალ-ღებით, არამედ, სამართალი სასჯელი საჯეთ". მერე კი ადამიანი ისეთ მდგომარეობაში შედის, როდესაც ყველაფერს ადამიანური თვალით, მაგრამ სულიერი ხედვით ხედავს. იგი, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ყველაფრის გამართლებას პოულობს.

ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეშმაკის მზაკვრული დეპეშები არ მივიღოთ. მათი მიღებით ჩვენ ვბილწავთ საკუთარ თავს, რომელიც არის "ტაძარი... სულისა წმიდისა". ღვთის მადლი განგვეშორება და შედეგად - სულიერად ვბრმავდებით. ხოლო, როდესაც თქვენს გულს სუფთასა და უზაკველს ხედავს, სულიწმიდა მოდის და სახლდება მასში. სულიწმიდას ხომ უმწიკვლო სიწმიდე უყვარს, სწორედ ამიტომ მოივლინა იგი მტრედის სახით.
link
image

თემა: კეთილი ზრახვები

ერთი კეთილი ზრახვა თავისი ძალით მრავალსაათიან ღამისთევის ლოცვას უთანაბრდება! მას უდიდესი ძალა აქვს. დღეისათვის არსებობს ისეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც ლაზერული სხივებით ასაფრენ მოედანზევე ანადგურებენ მტრის რაკეტას და... იხილეთ სრულად
link
image

თემა: კეთილი ზრახვები

ვნებები ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენში. მაგრამ კეთილი, ღვთისმოსაური ზრახვა გვეხმარება, რომ არ დავემონოთ მათ. როდესაც ადამიანი გამუდმებით ამუშავებს კეთილ ზრახვებს, თავის ამ კეთილ მდგომარეობაში მტკიცდება და სიმყარეს იძენს. მასში ვნე... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები

თუ ადამიანი რაიმესთან დაკავშირებით თუნდაც "მცირეოდენ მემარცხენე", ანუ ბოროტ ზრახვებს ფლობს, რა ღვაწლსაც უნდა აღასრულებდეს იგი, იქნება ეს მარხვა, მღვიძარება თუ რაიმე სხვა, ყველაფერი ამაოდ ჩაუვლის.
რას უშველის მას ასკეზი, თუ ბო...
იხილეთ სრულად
link
1
2
3
image
image