ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ბოროტება, სიყვარული ცოდვებისადმი
617. ვინ ეთანხმება საკუთარ თავში ცოდვას და ბოროტებას თავისი ნებით და ვინ უნებურად?
საკუთარ თავში ბოროტებას თავისი ნებით ის ეთანხმება, ვინც თავის ბოროტებას თავისუფლებას აძლევს, ტკბება მისით და უმეგობრდება მას. ასეთს სატანასთან მშვიდობა აქვს და აზრებში არ ებრძვის მას. უნებურად კი საკუთარ თავში ბოროტებას ის ატარებს, ვინც მოციქულის თქმით (რომ. 7, 23), დაპირისპირებულ ძალას შეიგრძნობს, რომელიც სხეულის ასოებში მის წინააღმდეგ იბრძვის, და მასზე ერთგვარი პირქუში ძალა და საბურველი ზემოქმედებს - თუმცა მხოლოდ აზრებში, რომლებსაც ის არ ეთანხმება, არ ტკბება, არ ემორჩილება მათ, არამედ ეპასუხება, წინ აღუდგება, სიტყვას უგებს, წინააღმდეგობას უწევს და საკუთარ თავს ურისხდება. ღვთის წინაშე ეს უკანასკნელი ბევრად უმჯობესი და მართალია, ვიდრე ის, ვინც თავის ნებით თავისუფლებას აძლევს ბოროტებას და ტკბება მისით.