თემა: ენა,  კეთილი საქმეები,  ბოროტება

281. რომელია უპირველესი რჩევა – დარიგებანი ღვთისმოსაობის შეძენისათვის?
აი, უპირველესი რჩევა – დარიგება ღვთისმოსაობის შეძენისათვის: შეეცადე დაძლიო ენა, თავი შეიკავო ვერაგული ზრახვებისაგან, ბოროტებას ზურგი შეაქციო, რადგანაც ბოროტებასთან განშორება იმას კი არ შეეფერება, ვინც სრულყოფილია, არამედ იმას, ვინც ჯერ მხოლოდ იწყებს; მან უნდა აიღოს ხელი ბოროტებისაკენ სწრაფვაზე. თავდაპირველად, ვითარცა ბოროტი გზა, ისე უნდა დათმოს ჩვევა უკეთური ცხოვრებისა და შემდეგ შეუდგეს კეთილ საქმეებს, რადგანაც შეუძლებელია სიკეთის ქმნა მანამ, სანამ ბოროტებას საბოლოოდ არ განვშორდებით, ისევე როგორც შეუძლებელია ჯანმრთელობის დაბრუნება მანამ, ვიდრე ავადმყოფობას არ მოვიშორებთ, ან კიდევ გათბობა მანამ, სანამ ჟრჟოლა სრულიად არ გაგვივლის. ესენი ხომ ერთმანეთს ვერ შეუთავსდებიან; ასევე, ვისაც კეთილად ცხოვრება სურს, ჯერ ბოროტებასთან უნდა გაწყვიტოს კავშირი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები