image

თემა: კეთილი საქმეები,  სიკვდილის მოლოდინი,  სიკვდილის ხსოვნა,  ცხონება

645. თუკი ვინმე საკუთარ თავს სიკვდილის ხსოვნას აიძულებს და ამიტომ ცდილობს სიკეთე აკეთოს, ნუთუ ის ამის გამო ისეთ საზღარუს არ მიიღებს, როგორც თავისუფალი ნებით მოქმედი?
კარგია თუ ადამიანი სიკვდილს იხსენებს, რათა მიეჩვიოს და გააცნობიეროს თავის მოკვდავობა, ხოლო მოკვდავი - წარმავალია, წარმავალი კი, უნდა მას ეს თუ არა, დატოვებს ამ საუკუნეს. ადამიანი, სიკვდილის უწყვეტი ხსოვნის საშუალებით, თავისუფალი ნებით სიკეთის ქმნას ეჩვევა. ხოლო თუ ის სიკეთის კეთებას მაშინ იწყებს, როცა სიკვდილს თვალებში უყურებს, ეს სხვა საქმეა. პირველი, სიკვდილის ხსოვნაში ხშირი ვარჯიშიდან გამომდინარე, თავისუფალი ნებით იღწვის, ხოლო მეორე - მოახლოებული სიკვდილის შიშის გამო, აუცილებლობით.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები