image

თემა: მადლის შენარჩუნება,  ღვთის სათნო ყოფისათვის,  ცხონება

654. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა თხოვნა გაუგზავნა იმავე დიდ ბერს, რათა უფალს ის თავის სასუფეველში მოეხსენიებინა.
აი, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ პირი არ შემირცხვინა და შენი სულის ცხონება და მადლი მაჩუქა, რათა თავის სასუფეველში მოგიხსენოს. რადგან ასეთი მადლი მივიღეთ, შევინარჩუნოთ ის, ვითარცა მადლიერებმა და იმ ღორებს ნუ მივემსგავსებით, რომლებიც ძვირფას მარგალიტს ნაგვისაგან ვერ ანსხვავებენ. შენ იცი, როცა ადამიანს ვინმე აფასებს, მაშინ მან არ უნდა შეურაცხყოს მისი პატივისმცემელი; რადგან ჩვენ არა ვართ ღვთისაგან ბოძებული პატივის ღირსნი, ამიტომ შევეცადოთ თავად გავხდეთ ღირსეულები. უფალს პატივი მისი წმინდა მცნებების დაცვით მივაგოთ, რამეთუ თავად მან თქვა: „თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ სად არის ჩემდამი შიში?“ (მალ. 1, 6). დაე, თავად ყოვლისმპყრობელი ღმერთი შეგეწიოს, ჩემო შვილო, რათა მოისმინო და დაიცვა ის, რაც სასარგებლოა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები